“ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე”

მონაწილეთა რეგისტრაცია

კლასის დამრიგებლების და/ან ხელოვნების პედაგოგების საყურადღებოდ!

„საგა – საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“ საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ: პროექტი საგანმანათლებლოა. მისი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში  კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა (მოსწავლეთა ჯგუფმა/კლასმა, რომელსაც უხელმძღვანელებს კლასის დამრიგებელი ან ხელოვნების პედაგოგი) უნდა დაგეგმონ და განახორციელონ მათ რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლის შესწავლა და წერილობითი აღწერა.

ამისათვის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევიან მონაწილეები, რომლებიც დაესწრებიან ორ ონლაინ-ლექციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. რის შემდეგაც განახორციელებენ ზემოთ ხსენებულ აქტივობას, ასევე მათ ჩაუტარდებათ საერთო და ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები, ხოლო მოგროვებულ მასალას პროექტის მესვეურები ავტორის მითითებით გამოაქვეყნებენ ონლაინ რუკაზე. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თითოეული მონაწილე ჯგუფისთვის თვალსაჩინოებების – ორი წიგნის — „მსოფლიოს რუკები“ (ბავშვებისთვის) და „საქართველოს ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის 100 ძეგლის“ საჩუქრად გადაცემა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია კლასის დამრიგებელს თავის სადამრიგებლო კლასთან ერთად ან ხელოვნების პედაგოგს მის მიერ შერჩეულ მე-5-6-7-8 კლასის მოსწავლეებთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას ჩაერთონ პროექტში.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

პროექტის დასასრულს თითოეული მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ანკეტა და  გამოგივიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: pressacademic@gmail.com ან ანკეტა შეავსოთ ონლაინ https://rb.gy/0filtz

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 ოქტომბერი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593.39.88.99

ტელეფონი: +995 322 34 04 30
Fax: pressacademic@gmail.com
Address: 181/2 Aghmashenebeli ave.
Georgia, Tbilisi