ზედმიწევნით ქალური წერილები

7,50 

კატეგორია: წიგნის კოდი: 1849

აღწერა

ღადა ქარიმი

ზედმიწევნით ქალური წერილები

ერთ დღეს ვისურვე, რომ ეს წერილები მომსვლოდა; რომ  სანამ დაგროვილ გამოცდილებასთან დაბნეული, მარტოდმარტო ბრძოლაში ჩავებმებოდი, რუკა კარგად შემესწავლა.
რადგან ვერავინ ვნახე, ვინც მასწავლიდა, როგორ დამეწერა წერილები ქალებისთვის და გადმომეცა ყველაფერი ის, რაც ქალების გულსა და გონებაში ტრიალებდა.
მთელი გამბედაობა მოვიკრიბე, რათა ადრესატის გრაფიდან გამგზავნის გრაფაში გადავმხტარიყავი.
მინდოდა, გამომეხატა ყოველი ქალის სათქმელი, რათა სცოდნოდათ, რომ მარტო არ არიან ამ ქვეყანაზე.
ძვირფასო ქალბატონო, ყოველი ჩვენგანი იმავეს განიცდის, რასაც შენ, თუმცა შენ ეს არ იცი და ამიტომ ეს სიტყვები შენი სამყაროსთვის  ახლობელი გახდება.
ადამიანის დაბადებიდან დედის საშვილოსნო ორმოცი დღის განმავლობაში სისხლმდინარეა.
ადამიანის გარდაცვალებიდანაც ორმოცი დღის განმავლობაში ვგლოვობთ.
ამ რიცხვში არის რაღაც, რაც სიცოცხლეს სიკვდილთან აკავშირებს.
ამიტომ…  აი,  შენთვის დაწერილი ჩემი ორმოცი წერილი.

* * *

იმედი გვაქვს, ღადამ ფურცელზე გადმოიტანა ის, რაც ყოველ ქალშია დამალული და დაფარული.
მუფიდ ფავზი

ღადა ქარიმი – ეგვიპტელი მწერალი. დაამთავრა მეცნიერების ფაკულტეტი.  მისი კერძო  ბიზნესია სანთლების წარმოება. ყოველკვირეულად აქვეყნებს სტატიებს ბევრ ელექტრონულ საიტზე, აქვს მუდმივი გვერდი პორტალზე „როუზ

ალ-იუსუფი“, არის ავტორი წიგნისა „სიყვარულის შვიდი ნიშანი“.

დამატებითი ინფორმაცია

ავტორი

ღადა ქარიმი

გვერდები

108

ზომა

148×210

გარეკანი

რბილი

ISBN

978-9941-9686-4-8

ტელეფონი: +995 322 34 04 30
Fax: pressacademic@gmail.com
Address: 181/2 Aghmashenebeli ave.
Georgia, Tbilisi