“ფილოსოფია”

9,00 

კატეგორია: წიგნის კოდი: 1857

აღწერა

პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტის, მწერლის, პოეტის, მკვლევარის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი) ავტობიოგრაფიული რომანი „ფილოსოფია“.ილია ზდანევიჩი (დ. 21 აპრილი, 1894, თბილისი — გ. 25 დეკემბერი, 1975, საფრანგეთი) — პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, მწერალი, პოეტი, მკვლევარი.იზრდებოდა 1863 წლის პოლონეთის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მამა, მიხეილ ზდანევიჩი ქუთაისში ასწავლიდა ფრანგულ ენას, შემდეგ იყო გიმნაზიის დირექტორი; დედა, ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო. მალე ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც მიხეილ ზდანევიჩი ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. თბილისში 1917 წელს პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“ გაიხსნა, — აქ ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი დააარსა, მანვე კაფის კამარის მარჯვენა მხარე მოხატა. გრიგოლ რობაქიძე ილია ზდანევიჩისა და თბილისის ურთიერთობა ასე აღწერდა: „ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919–1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის სმერტ გაპპოს-ს კითხულობდა…“ილია ზდანევიჩი 1975 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.

დამატებითი ინფორმაცია

ავტორი

ილია ზდანევიჩი (ელიაზდი)

გვერდები

344

გარეკანი

რბილი

ზომა

148×210

რუსულიდან თარგმნა

ზურაბ აბაშიძემ

ლექსები თარმგნა

რობერტ მესხვმა

ISBN

9789941968594

ტელეფონი: +995 322 34 04 30
Fax: pressacademic@gmail.com
Address: 181/2 Aghmashenebeli ave.
Georgia, Tbilisi