კლასის დამრიგებლების და/ან ხელოვნების პედაგოგების საყურადღებოდ!
„საგა – საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“.
ინფორმაცია პროექტის შესახებ: პროექტი საგანმანათლებლოა. მისი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა, მოსწავლეთა ჯგუფმა/კლასმა, რომელსაც უხელმძღვანელებს კლასის დამრიგებელი ან ხელოვნების პედაგოგი, უნდა დაგეგმონ და განახორციელონ მათ რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლის შესწავლა და წერილობითი აღწერა.
ამისათვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეირჩევიან მონაწილეები, რომლებიც მოისმენენ სამ ონლაინლექციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და შემდეგ განახორციელებენ ზემოთ ხსენებულ აქტივობას. ასევე მათ ჩაუტარდებათ საერთო და ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები, ხოლო მოგროვებულ მასალას პროექტის მესვეურები ავტორის მითითებით გამოაქვეყნებენ ვეგვერდზე ონლაინ რუკაზე. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თითოეული მონაწილე ჯგუფისთვის თვალსაჩინოებების – ორი წიგნის — „მსოფლიოს რუკები“ (ბავშვებისთვის) და „საქართველოს ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის 100 ძეგლის“ საჩუქრად გადაცემა.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია კლასის დამრიგებელს თავის სადამრიგებლო კლასთან ერთად ან ხელოვნების პედაგოგს მის მიერ შერჩეულ მე-5-6-7-8 კლასის მოსწავლეებთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას ჩაერთონ პროექტში.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
პროექტის დასასრულს თითოეული მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ განაცხადი შეავსოთ ონლაინ
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 ოქტომბერი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 593 39 88 99
გისურვებთ წარმატებებს!