• გასაღები რძეში

    ალექსანდრე ჰმინე დაიბადა ქალაქ ლუგანოში, 1976 წელს. დაამთავრა პავიის უნივერსიტეტის ლიტერატურული ფაკულტეტი. მუშაობდა შვეიცარიის რადიოტელევიზიის იტალიურენოვანი კომპანიის RSI-ის რედაქტორად, თანამშრომლობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „აციონესთან”, 2004 წლიდან ასწავლის იტალიურ ენასა და ლიტერატურას კანტონის სხვადასხვა სასწავლებელში, 2011 წლიდან კი _ ქალაქ ლუგანოს პირველ ლიცეუმში. „გასაღები რძეში” ავტობიოგრაფიული რომანია და მოგვითხრობს მაროკოელ ყმაწვილ ბიჭზე, რომელიც დედამ ტიჩინოს კანტონის სოფელ ალტო-მალკანტონეში მცხოვრებ ქვრივ, ხანში შესულ ქალს, ელვეციას აღსაზრდელად მიაბარა.
    8.95