• მისის დელოუეი

    ვირჯინია ვულფის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი და­ტოვა ინგლისურ და მსოფლიო ლიტერატურაზე. თვით მისი სტილი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში. „მისის დელოუეი” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმო­ებია ვირჯინიას შემოქმედებაში. რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა და უმალ მოიპოვა აღიარება. “თაიმზმა” (TIMES) ეს მოდერნისტული შედევრი ას საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს შორის დაასახელა. რომანი ერთ ლონდონურ დღეს მოგვითხობს, მაგრამ ამ ერთ დღეში მკითხველი სრული სიმძაფრითა და სისავსით შეიგრძნობს პერსონაჟების მთელ ცხოვრებას. რომანის მთავარი გმირია ლონდონელი მაღალი წრის ქალი, მისის დელოუეია. ასევე მრავალი პერსონაჟი იჩენს თავს ცნობიერების ამ უწყვეტ ნაკადში.

    18.00