-
“უხმო ქვითინი”ქართველთა გადასახლება
ვაგრძელებთ ტრადიციას და ქართულ საზოგადოებას ვაცნობთ ეთნიკურად ქართველ მწერალს ილჰან აკინს, რომელიც 20-მდე რომანის ავტორია.
ილჰან აკინი (წინაპართა ქართული გვარი ბერიძე) დაიბადა თურქეთის დუზჯეს პროვინციის სოფელ მუნჯურლუში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ქართულ და ჰინდის ენებზე. მწერლის რომანებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „უხმო ქვითინი – ქართველთა გადასახლება“, „წმინდა ბარბარე & ნიკომედია,“ „ოქროს საწმისი“ და სხვ.