-
“ფოტოჟურნალისტიკა”
წიგნი მათთვისაა, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც სჭერია ფოტოაპარატი და კარგი კადრის გადაღება უცდია, ვისთვისაც ფოტოგრაფია ჰობია, ვინც პროფესიონალი ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი, ფოტოდოკუმენტალისტი, რომლისთვისაც ღირებული კადრის მოპოვება სიცოცხლის საპირწონეც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით კი წიგნი მათთვისაა, ვისაც სურს, რაც შეიძლება მეტი იცოდეს არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ, არამედ იმ დაწერილ თუ ნაგულისხმევ კანონებზე, რომელთა შესისხლხორცება კამერიანი პიროვნებისთვის ბუნებრივი პროცესია; მით უფრო მაშინ, თუ ვიღებთ ადამიანებს და იმ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, სწავლობენ, აცხადებენ პროტესტს, ისვენებენ, იძლევიან ინტერვიუს, იბრძვიან არსებობისთვის, რგავენ ხეებს, აჩენენ ბავშვებს და სხვა.
-
ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში
ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი – ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში – სასარგებლოა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის 2 სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ჟურნალისტებისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით. წიგნში თავმოყრილია ავტორის მრავალწლიანი ჟურნალისტური და პედაგოგიური გამოცდილება და ზუსტად ამ გამოცდილების საფუძველზე ფორმულირებულია ის სასარგებლო რეკომენდაციები, რაც სოციალური საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს.