-
შიშის მოლოდინში
პირველი თურქი პოსტმოდერნისტი მწერალი, ოღუზ ათაი (1934-1977), ამ კრებულში გაერთიანებულ მოთხრობებში სიტუაციებსა და ფაქტებზე მეტად – ადამიანზე და, კიდევ უფრო მეტად, ადამიანის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს – მარგინალებსა და ანტიგმირებზე, რომლებიც თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, რომელთაც საზოგადოება არ აღიარებს; საზოგადოების მიერ დაუნდობლად გარიყულ ლუმპენებზე; მათზე, ვისაც გამოუვალმა მდგომარეობამ თვითმკვლელობისა და დანაშაულისკენ უბიძგა; ვინც გაგიჟების ზღვარზეა; ნეგატივზე, რომელიც მხოლოდ ინდივიდების კი არა, საზოგადოების პრობლემაა.
-
ხელმოცარულები
ოღუზ ათაი 1934 წლის 12 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ინებოლუში დაიბადა. მამამისი, ჯემილ ათაი, მოსამართლე და პარლამენტის დეპუტატი იყო. მწერალმა დაწყებითი და საშუალო განათლება ანკარაში მიიღო. 1957 წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა. ლექციებს კითხულობდა დღევანდელ ილდიზის ტექნიკურ უნვერსიტეტში. მისი რომანი, `ხელმოცარულები~, 1997 წელს იუნესკოს მიერ თურქული ლიტერატურის რჩეულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული. ოღუზ ათაი 1977 წლის 13 დეკემბერს სრულიად ახალგაზრდა, 43 წლისა, თავის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.