-
ანბანური ტყის ზღაპრები
ეს წიგნი პირველი კლასელებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. გინდათ თქვენმა შვილმა სიხარულით ისწავლოს ანბანი? გსურთ პატარებს ურთულესი სწავლის გზა გაუფერადოთ და გაუხალისოთ? მათთან ერთად იმოგზაურეთ ტყის ანბანურ ზღაპრებში, გაიცანით სასაცილო და მხიარული ტყის ბინადრები, პატარებთან ერთად აფერადეთ სოფოს არაჩვეულებრივი ნახატები, გამოიცანით გამოცანები, ითამაშეთ სიტყვობანა. ასწავლეთ, იმხიარულეთ და ისწავლეთ. გისურვებთ წარმატებას, ბავშვებო, მშობლებო, მასწავლებლებო. თქვენი ქეთი მუჯირი.
-
ვეფხისტყაოსანი ყველასთვის
„ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერისთვის წიგნთა წიგნია. ოკეანესავით არის, სიღრმეს ვერ პოულობ, მაგრამ საოცარ სიბრძნეს იძენ. მთავარია წაიკითხო. შევეცადეთ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მარტივად მიგვეწოდებინა წიგნის ფაბულა, რომ შემდგომში ორიგინალითაც დაინტერესდნენ. მოკლედ, ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც უნდა „ვეფხისტყაოსანი” ისწავლოს ან ასწავლოს.