• მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებითვის

    წინამდებარე სავარჯიშოების კრებული განკუთვნილია ბიოლოგიის მასწავლებლებისა და ამ საგნით დაინტერსებული ნებისმიერი პირისთვის. კრებულში შეტანილია მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდისათვის მოსამზადებელი სავარჯიშოები საგამოცდო პროგრამის მიხედვით.

    სულ 550 ტესტური დავალებაა. დავალებებს მოჰყვება პასუხები, ფერადი დანართები და 2022 წლის ბიოლოგიის სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამა, რომელიც გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ.

    19.98 
  • შეამოწმე შენი ცოდნა მათემატიკაში

    უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა მათემატიკაში ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ლიტერატურა, რომელიც წარმატებით გამოიყენება სკოლაში სწავლებისას და კერძო პრაქტიკაშიც. თუმცა, მეცადინეობის ყველა ეტაპზე პრობლემად რჩება მოსწავლის ცოდნის დონის შეფასება; ეს საკითხი კი მნიშვნელოვანია როგორც მშობლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვისაც სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა-წარმართვისთვის. გთავაზობთ მათემატიკაში ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტების კრებულს. კრებულის პირველ ნაწილს წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის პროგრამის მიხედვით შედგენილი თემატური ტესტები; თითოეულ თემაზე მოცემულია სამი დონის ტესტი: A — ელემენტარული; B — დამაკმაყოფილებელი; C — საფუძვლიანი. ამ ტესტების საშუალებით მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს საკუთარი ცოდნის ხარვეზები და აღმოფხვრას ისინი სასწავლო ლიტერატურის დახმარებით (იხილეთ მითითებული ლიტერატურა). კრებულის მეორე ნაწილში გთავაზობთ მისაღები გამოცდების ვარიანტებთან მიახლოებულ საკონტროლო ტესტებს — მათი გამოყენება მიზანშეწონილია მომზადების დასკვნით ეტაპზე, როცა გავლილია პროგრამის ყველა თემა. თითქმის ყველა წარმოდგენილი ამოცანა ორიგინალურია და არ არის გამოყენებული სხვა ბეჭდვით გამოცემებში. ყველა ტესტს ახლავს პასუხები და, საჭიროების შემთხვევაში, მითითებებიც. იმედია, კრებულით სარგებლობა ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებას.

    კეთილი სურვილებით,

    ია მებონია
    ნინო ჭელიძე 

     

    15.00