-
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა 2023
ყველა მასწავლებელს აწუხებს კითხვა როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში?
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საშუალო საფეხურის პედაგოგის პრობლემა არაა და ამ საკითხებზე დაწყებითი საფეხურიდანვე აქტიურად უნდა ვფიქრობდეთ, რადგან წაკითხულის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი თუ ახალგაზრდას სათანადო დონეზე გააზრებული არ აქვს, ის ვერანაირად გაართმევს თავს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ ცხოვრებას და ვერ იქნება წარმატებული სტუდენტი.
-
სახალისო ანბან-ლექსები, სხვადასხვა აქტივობებით, ავტორის ილუსტრაციებით
ლელა ცუცქირიძის სახალისო ანბან-ლექსები (სხვადასხვა აქტივობებით)
ამ წიგნში ყველაფერია პატარების კოგნიტური უნარებისა და ნატიფი მოტორიკის გასავითარებლად:
— სახალისო ლექსები,
— ლაბირინთები,
— განსხვავებები,
— წერტილოვანი გასაფერადებლები
— და სხვ.
წიგნი მხოლოდ იმ ბავშვებისთვის არაა, ვინც ანბანს სწავლობს. ის მათთვისაცაა, ვისაც თავსატეხები, ან უბრალოდ, გაფერადება უყვარს. ხოლო თუ წიგნს პატარებთან ერთად დიდებიც წაიკითხავთ და გააფერადებთ, გვერწმუნეთ, ეს ყველაზე კარგი და სასარგებლო აქტივობა იქნება თქვენი შვილებისთვის.