• მხეცური დეტექტივი

    ანა სტარობინეცმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, ვიდრე მიხვდებოდა, რომ ყველაზე მეტად ამქვეყნად იზიდავდა ამბების შეთხზვა, რომელსაც ადამიანი თვალს ვერ მოსწყვეტს. დღეს მისი წიგნები მრავალ ენაზეა ნათარგმნი, აღნიშნულია ლიტერატურული პრემიებით და არაერთი ფილმის საფუძვლადაც ქცეულა. ცხოველთა დეტექტივი~ ორი მაძებრის _ მაჩვისა და მაჩვკატის თავგადასავლების შესახებ დაწერილი მომაჯადოებელი დეტექტივების სერიაა. შორეულ ტყეში ცხოვრებას მშვიდს ვერ უწოდებ: დღე არ გავა ისე, რომ დანაშაული არ მოხდეს, დევნას, საეჭვო ამბავსა თუ ცხოველთა ინტრიგას არ გადაეყარო. ანა სტარობინეცის `ცხოველთა დეტექტივის ორი წიგნი _ მგლის ბუნაგში და მტაცებლის უფლება _ ერთ ტომად გამოდის. თითოეული წიგნი დამოუკიდებელი დეტექტიური ამბავია, რომელშიც გამოძიებას მოწიფული და გამოცდილი მაჩვი უფროსი და მისი თანაშემწე, გულადი და მკვირცხლი მაჩვკატა წარმართავენ. დიდი თუ პატარა მკითხველი ვერაფრით წყვეტს ხოლმე თვალს ამ წიგნებს, სანამ უკანასკნელ გვერდს არ ჩაყლაპავს!

    წიგნი გამოიცა მიხეილ პროხოროვის საქველმოქმედო ფონდის რუსული ლიტერატურის მთარგმნელობითი პროგრამის TRANSCRIPT  ხელშეწყობით.

     

    19.98