• თქვენი წარმატება იწყება აქ!
  • ჩვენ შესახებ
  • პროექტები
  • ” ა” ლიტერატურული სააგენტო
  • English
საქართველოს აკადემიური გამომცემლობა
  • მთავარი
  • წიგნები
  • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი
pressacademic@gmail.com
+995 322 34 04 30
  • 0 0.00 ₾

  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის
  • პროფესიული
  • პედაგოგთათვის
  • თარგმანი
  • თვალსაჩინოები
  • მხატვრული
  • პროზა
  • ფილოსოფია
  • საბავშვო
  • გასაფერადებელი

ჩემი გვერდი

დაგავიწყდათ პაროლი?
რეგისტრაცია

რეგისტრაცია

პაროლი გამოიგზავნება თქვენს ელ-ფოსტაზე.

შეკვეთამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი საიტის წესებს - კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

გახსოვთ პაროლი? შესვლა

თქვენი კალათა (0)

Empty cart

ჯერ წიგნი არ დამატებულა.

მთავარიპროდუქტი ენაქართული
  • 150X210

    “ფოტოჟურნალისტიკა”

    ოლიკო ცისკარიშვილი
    19.00 ₾
    კალათაში დამატება
    150X210

    “ფოტოჟურნალისტიკა”

    ოლიკო ცისკარიშვილი

    წიგნი მათთვისაა, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც სჭერია ფოტოაპარატი და კარგი კადრის გადაღება უცდია, ვისთვისაც ფოტოგრაფია ჰობია, ვინც პროფესიონალი ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი, ფოტოდოკუმენტალისტი, რომლისთვისაც ღირებული კადრის მოპოვება სიცოცხლის საპირწონეც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით კი წიგნი მათთვისაა, ვისაც სურს, რაც შეიძლება მეტი იცოდეს არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ, არამედ იმ დაწერილ თუ ნაგულისხმევ კანონებზე, რომელთა შესისხლხორცება კამერიანი პიროვნებისთვის ბუნებრივი პროცესია; მით უფრო მაშინ, თუ ვიღებთ ადამიანებს და იმ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, სწავლობენ, აცხადებენ პროტესტს, ისვენებენ, იძლევიან ინტერვიუს, იბრძვიან არსებობისთვის, რგავენ ხეებს, აჩენენ ბავშვებს და სხვა.

    19.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 145X210

    ავადმყოფი კენგურუ

    მონიკა ყოლბაია
    5.00 ₾
    კალათაში დამატება
    145X210

    ავადმყოფი კენგურუ

    მონიკა ყოლბაია

    მონიკა ყოლბაია დაიბადა 1993 წლის 29 დეკემბერს ზუგდიდში. ცხოვრობდა აფხაზეთში, დაამთავრა ჭუბურხინჯის მეორე საშუალო სკოლა. 2011 წელს ჩაირიცხა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“. პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში. „ავადმყოფი კენგურუ“ მისი პირველი ნაწარმოებია.

    5.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 148X210

    ავტობუსი ზაფხულში

    ვადიმ მეშერიაკოვი
    5.00 ₾
    ვრცლად
    148X210

    ავტობუსი ზაფხულში

    ვადიმ მეშერიაკოვი

    ეს წიგნი გზადაგზა, ავტობუსსა თუ ელექტრო­მა­ტარებელში ნაფიქრი და ნააზრევია. ეს არის სამახსოვრო ჩანაწერები ოცნებებზე, იმედებზე და მოგონებებზე: დედის ხელებზე და პირველ კოცნაზე, ახლობელ ადამია­ნებ­ზე და ხანმოკლე შეხვედრებზე, დანაკარგზე და იმ ბე­დნიერებაზე, როცა შენი ესმით. იმაზე, რაც ყველას აღელვებს. ნათელი და ცოტათი ნაღვლიანი. ის, პირველ ყოვლისა, ცხოვრებაზეა.

    5.00 ₾
    ვრცლად
    სურვილებში
  • 145X200

    ბავშვი ნანგრევებიდან

    მეხტილდ ბორმანი
    12.00 ₾
    კალათაში დამატება
    145X200

    ბავშვი ნანგრევებიდან

    მეხტილდ ბორმანი

    რომანში მოქმედება სამ სხვადასხვა ადგილას ვითარდება, მოქმედი პირები ყველგან სხვადასხვაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული…

    1947 წლის ჰამბურგი. გაუსაძლისი სიცივე, სურსათის დეფიციტი. ადამიანები იყინებიან. აგნეს დიცი დაბომბილი სახლის ოთახში ურთულეს პირობებში ცდილობს შვილებთან ჰანოსთან და ვიბკესთან ერთად თავის გადარჩენას.  თხუთმეტი წლის ჰანო  ნანგრევებში ეძებს ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია. შემდეგ მათ შავ ბაზარზე სურსათში ცვლის. ერთ დღეს დაბომბილ სარდაფში ქალის ცხედარს ნახულობს, იქიდან ამოსული კი თავისი დის გვერდით პატარა უცნობ ბიჭს, რომელიც სრულიად მარტოა და არ ლაპარაკობს. და-ძმას ბიჭი სახლში მიჰყავს და დედასაც არწმუნებს, რომ ბავშვი დაიტოვონ. ბიჭი წლების შემდეგ იგებს, რომ აყვანილია და ცდილობს მისი წარმომავლობის შესახებ ცნობების მოძიებას…

    12.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 145X200

    ბავშვიანი ქვრივი

    დენიელ მაგეტი
    5.00 ₾
    კალათაში დამატება
    145X200

    ბავშვიანი ქვრივი

    დენიელ მაგეტი

    XIX საუკუნეში დახვეწილი პიემონტელი მღვდელი დონ ტომაზო ბარბიზიო შერისხეს და იტალიის შვეიცარიის მიყრუებული ხეობის ერთ სოფელში გაამწესეს, სადაც მან მსახურად აიყვანა ასაკოვანი ქვრივი ანა მარია, რომელიც ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა და რომლის საოცარი წარსულიც დონ ტომაზომ თანდათანობით შეიტყო. თუ დონ ტომაზო გამოგონილი გმირია, ანა მარია და მისი ქმარი, რომლის უკეთურობასაც თაობიდან თაობას გადასცემდნენ, ნამ­დვი­ლად არსებობდნენ.

    5.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 148X210

    ბლოკჩეინი – პრინციპები და საფუძვლები

    ალექსანდრე ციხილოვი
    19.00 ₾
    ვრცლად
    148X210

    ბლოკჩეინი – პრინციპები და საფუძვლები

    ალექსანდრე ციხილოვი

    იცით თუ არა რა არის ბლოკჩეინი?

    გასაგებად და საინტერესოდ ენით ახსნილი ციფრულ ვალუტის  სამყარო ალექსანდრე ციხილოვის წიგნში „ბლოკჩეინი — პრინციპები და საფუძვლები“ (Alexander Tsikhilov. Blockchain — principles and fundamentals)

    19.00 ₾
    ვრცლად
    სურვილებში
  • 148X210

    განუკურნებელი

    ტომაზო სოლდინი
    14.98 ₾
    კალათაში დამატება
    148X210

    განუკურნებელი

    ტომაზო სოლდინი
    14.98 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 204X265

    გეოგრაფია გამოსაშვები გამოცდებისათვის

    გია ჭანტურია, მაია ბლიაძე
    8.00 ₾
    ვრცლად
    204X265

    გეოგრაფია გამოსაშვები გამოცდებისათვის

    გია ჭანტურია, მაია ბლიაძე

    კრებულის მიზანია, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მასწავლებლეს დაეხმაროს პროფესიულ განვითარებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაში. წიგნში მოცემულია სხვადასხვა სახისა და სირთულის დავალებებლი, სავარჯიშოები და მათი პასუხები.

    8.00 ₾
    ვრცლად
    სურვილებში
  • 148X210

    დატკბი ასაკის მატების პროცესით იყავი კარგ ფორმაში

    მარია გ. ბაიერ-დორციო
    14.98 ₾
    კალათაში დამატება
    148X210

    დატკბი ასაკის მატების პროცესით იყავი კარგ ფორმაში

    მარია გ. ბაიერ-დორციო
    14.98 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 145X200

    ექიმი გლასი

    იალმარ სედერბერგი
    10.00 ₾
    კალათაში დამატება
    145X200

    ექიმი გლასი

    იალმარ სედერბერგი

    წიგნში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება. თხრობა ეპოქის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი – იგრძნობა დოსტოევსკის და ნიცშეს გავლენა, დეკადენტური განწყობილება, მომავალი გლობალური კატასტროფების წინათგრძნობა… მთავარი გმირი, ექიმი გლასი წერს დღიურს და გვიზიარებს თავის აზრს ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტიურად განიხილება: აბორტი, ევთანაზია, მორალური ღირებულებების ცვალებადობა; სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ეს თითქოსდა მშვიდი, თუმცა ამავდროულად ფსიქოლოგიურად დაძაბული, შინაგანი მუხტის მატარებელი რომანი სულ უფრო და უფრო გითრევს და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდები სევდიანი, თუმცა ლოგიკური დასასრულის წინაშე.

    10.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 145X200

    ვარდის ჩრდილზე აცოცების მცდელობა (ლექსები)

    იუსუფ ალ-ჰაბობი
    5.00 ₾
    კალათაში დამატება
    145X200

    ვარდის ჩრდილზე აცოცების მცდელობა (ლექსები)

    იუსუფ ალ-ჰაბობი

    ცნობილი სუდანელი პოეტი იუსუფ ალ-ჰაბობი დაიბადა ომდურმანში, 1959 წლის 19 დეკემბერს. ეგვიპტეში, ალექსანდრიის უნივერსიტეტში, შეისწავლა სამართალი. ჰაბობი სუდანისა და არაბ მწერალთა კავშირების წევრია. მონაწილეობდა არაერთ პან-არაბულ სემინარსა და კონფერენციაში, ასევე კაიროსა და აბუ დაბის ფესტივალებში. მისი ლექსები გამოქვეყნებულია სხვადასხვა არაბული ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში. ჰაბობი მრავალი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის კრებულისა „არასრული ლექსი“, რომელიც გამოსცა Azza Cultural Group-მა ალექ­სანდრიაში. კაიროს 2016 წლის წიგნის ბაზრობისთვის გამოიცა მისი ლექსების კრებული „ვარდის ჩრდილზე აცოცების მცდელობა“.

    5.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 148X210

    თავის ტვინის ფუნქციური სისტემები ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის

    ეკატერინე ბურკიშვილი, თეონა გუბიანური, მარიამ გერგაული, მახლაზ მაყაშვილი, სოფიო კომახიძე
    15.00 ₾
    კალათაში დამატება
    148X210

    თავის ტვინის ფუნქციური სისტემები ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის

    ეკატერინე ბურკიშვილი, თეონა გუბიანური, მარიამ გერგაული, მახლაზ მაყაშვილი, სოფიო კომახიძე

    სახელმძღვანელოში განხილულია თავის ტვინის ფუნქციური სისტემების აგებულება და მათი ფიზიოლოგიური თავისებურება თითოეული სისტემის კომპონენტების ერთმანეთთან, და სხვა ფუნქციურ სისტემებთან კავშირის თვალსაზრისით. სპეციალური ადგილი ეთმობა საკითხებს, რომლებიც უშუალო კავშირშია ფსიქოლოგიის ინტერესის სფეროში შემავალ ფენომენებთან, როგორიცაა სტრესი, შფოთვითი აშლილობა, დეპ­რესია, წამალდამოკიდებულება და ცნობიერება.

    15.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 210X295

    ისტორია, ტესტები აბიტურიენტებისთვის

    თეა ქარჩავა, კახა გალდავა, მურმან მელქაძე
    27.98 ₾
    კალათაში დამატება
    210X295

    ისტორია, ტესტები აბიტურიენტებისთვის

    თეა ქარჩავა, კახა გალდავა, მურმან მელქაძე

    მეორე გამოცემა

    გთავაზობთ ისტორიის ტესტებს, რომლის მოწოდების ფორმატი შეესაბამება თანამედროვე სასკოლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან ცნებებზე დაფუძნებულ პედაგოგიკას, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების შესაბამისი საგნობრივი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შემოწმებას და დაეხმარება აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიის დისციპლინის მომზადებაში. შევეცადეთ წინამდებარე ტესტური დავალებებით მოგვეცვა თითქმის ყველა საკითხი, რომელიც აბიტურიენტს საშუალებას მისცემს შეამოწმოს არა მარტო საკუთარი ცოდნა, არამედ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ისტორიის შესწავლის პროცესში შეიძინა. ტესტი წარმოადგენს ეროვნული გამოცდის სიმულაციას და მორგებულია იმ საჭიროებებს, რაც აბიტურიენტს ხელს შეუწყობს გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლამდე.

    27.98 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 208X260

    კლასის მართვა საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის

    ედმუნდ ტ. ემერი
    14.00 ₾
    ვრცლად
    208X260

    კლასის მართვა საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის

    ედმუნდ ტ. ემერი

    წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც მიზნად ისახავს კლასის მართვის ამომწურავი გეგმის შექმნასა და შენარჩუნებას. პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სასწავლო წლის შემდგომ ეტაპზე ამას მნიშვნელოვანი წარმატებები მოჰყვება, ვინაიდან გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სწავლის პროცესში და გაძლიერდება თანამშრომლობა. კლასის კარგად მართვის გეგმა ასევე საშუალებას მოგცემთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ სწავლების პროცესს, მოსწავლეებს კი უკეთესი გარემო შეუქმნათ სწავლისთვის.

    14.00 ₾
    ვრცლად
    სურვილებში
  • 145X200

    ლამაზი ანტონიო

    ვიტალიანო ბრანკატი
    12.00 ₾
    კალათაში დამატება
    145X200

    ლამაზი ანტონიო

    ვიტალიანო ბრანკატი

    თხრობის განსაკუთრებული მონაცემები გამოიყენა ვიტალიანო ბრანკატიმ რომანის _ „ლამაზი ანტონიოს“ დასაწერად და მკითხველთა დიდი ნაწილიც მიიზიდა. ნაწარმოები ლაკონური ენით არის დაწერილი და ერთმანეთში გადაჯაჭვული ადამიანთა ტიპებისა და ხასიათების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, აღსანიშნავია მაურო ბოლონინის მიერ 1960 წელს გადაღებული ფილმი ამავე სახელწოდებით, რომელშიც ანტონიო მანიანოსა და ბარბარა პულიზის როლებს მარჩელო მასტროიანი და კლაუდია კარდინალე ასრულებენ. აღსანიშნავია ასევე, თუ როგორ შეუძლია მწერალს თავისი არაჩვეულებრივი კომუნიკაბელობითა და გამომსახველობით საშუალებებით მკითხველში წარმოსახვის უნარი გააძლიეროს.

    12.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 148X210

    მეფისტო

    კლაუს მანი
    19.98 ₾
    კალათაში დამატება
    148X210

    მეფისტო

    კლაუს მანი

    თარგმანი დაფინანსებულია გოეთეს ინსტიტუტის მიერ.

    „რა უნდათ ადამიანებს ჩემგან?! რატომ დამდევენ?! ასე მკაცრები რად არიან? მე ხომ ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ!“ – ამ სიტყვებით მთავრდება კლაუს მანის ცნობილი რომანი „მეფისტო“. სიტყვებს რომანის მთავარი გმირი ჰენდრიკ ჰეფგენი წარმოთქვამს სასოწარკვეთილების წუთებში. მას მართლაც ვერაფერს უსაყვედურებ. გამორჩეული ნიჭის მქონე მსახიობია, რომელიც თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს – ბერლინის სახელმწიფო თეატრის ინტენდანტი და მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ხდება. ამ ყველაფრის მისაღწევად ჰენდრიკ ჰეფგენს არ უწევს იმ უამრავ დანაშაულში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სჩადის. პირიქით, საუკეთესო მეგობარს საკონცენტრაციო ბანაკიდანაც კი იხსნის და საკუთარი შემოსავლიდან ფარულად ოპოზიციურ ძალებსაც აფინანსებს. მაშ რატომ სტოვებს სახელგანთქმულ მსახიობს ნელ-ნელა ყველა მისთვის ღირებული ადამიანი? კეთილი საქმეები, რომლებსაც სჩადის, სიკეთის გულწრფელი სამსახურია და თუ რამე გათვლა? ვინ არის სინამდვილეში ჰენდრიკ ჰეფგენი იგივე მეფისტო? ხელისუფლების მაამებელი ტაკიმასხარა თუ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფარულად მოქმედი გმირი?

    19.98 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 200X215

    მეყვავილე

    ბირუტე მარი
    18.00 ₾
    კალათაში დამატება
    200X215

    მეყვავილე

    ბირუტე მარი

    “მეყვავილე” – მსახიობისა და საბავშვო მწერლის, ბირუტე მარის, მესამე წიგნია. 2014 წელს გამართულ საბავშვო ლიტერატურის ეროვნულ კონკურსზე მას მეორე ადგილი ერგო. ესაა პოეტური ნოველა პატარა ქალაქში მცხოვრებ მეყვავილე გოგონაზე, რომელიც  თავის ყვავილებს ესაუბრება, რადგანაც ხალხში თავს ცოტა ეულად გრძნობს. მაგრამ მოულოდნელად  მატარებელს ქალაქში ჩამოჰყავს უცნობი მუსიკოსი ამადეუსი, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს კეთილ ჯადოქარს და მეყვავილის ცხოვრება მთლიანად იცვლება…

    18.00 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 144X200

    მისის დელოუეი

    ვირჯინია ვულფი
    18.00 ₾
    ვრცლად
    144X200

    მისის დელოუეი

    ვირჯინია ვულფი

    ვირჯინია ვულფის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი და­ტოვა ინგლისურ და მსოფლიო ლიტერატურაზე. თვით მისი სტილი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში. „მისის დელოუეი” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმო­ებია ვირჯინიას შემოქმედებაში. რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა და უმალ მოიპოვა აღიარება. “თაიმზმა” (TIMES) ეს მოდერნისტული შედევრი ას საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს შორის დაასახელა. რომანი ერთ ლონდონურ დღეს მოგვითხობს, მაგრამ ამ ერთ დღეში მკითხველი სრული სიმძაფრითა და სისავსით შეიგრძნობს პერსონაჟების მთელ ცხოვრებას. რომანის მთავარი გმირია ლონდონელი მაღალი წრის ქალი, მისის დელოუეია. ასევე მრავალი პერსონაჟი იჩენს თავს ცნობიერების ამ უწყვეტ ნაკადში.

    18.00 ₾
    ვრცლად
    სურვილებში
  • 145X200

    მოვუსმინოთ შვილებს, მოუსმინეთ ბოლოს და ბოლოს

    ანიეტ ქემფბელი
    7.50 ₾
    კალათაში დამატება
    145X200

    მოვუსმინოთ შვილებს, მოუსმინეთ ბოლოს და ბოლოს

    ანიეტ ქემფბელი

    ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ დაწერილი ეს მოთხრობები იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენც შეიძლება შევიცვალოთ, ჩვენი შეცვლა კი მსოფლიოს შეცვლის საწინდარია. მტკიცედ მწამს, რომ ოჯახი საზოგადოების ქვაკუთხედია. ამ წიგნის ფურცლებიდან მშობლები გვიამბობენ, თუ როგორ აგვარებენ შვილებთან ურთიერთობისას პატარ-პატარა პრობლემებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, დიდ პრობლემებად მოვლენოდათ. მოზარდების მშობლები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეინარჩუნეს კეთილგონიერება ურთულეს წლებში, როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს ნარკოტიკებთან თუ დეპრესიასთან გამკლავებასა და ცხოვრების მიზნის დასახვაში.

    7.50 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 190X270

    მშობელთა ჩართულობა დაწყებითი კლასების მათემატიკის სწავლებაში

    მეთიუ ლ.ბეირანევარდი, ჰილარი კრეისბერგი
    24.98 ₾
    კალათაში დამატება
    190X270

    მშობელთა ჩართულობა დაწყებითი კლასების მათემატიკის სწავლებაში

    მეთიუ ლ.ბეირანევარდი, ჰილარი კრეისბერგი

    დაფინანსბულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნისპროგრამის ფარგლებში

    24.98 ₾
    კალათაში დამატება
    სურვილებში
  • 1
  • 2
  • წინ

კატეგორია

ავტორი

ფორმატი

ფასი

ფასი: —

საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

დ. აღმაშენებლის გამზ. 181/2
საქართველო, თბილისი

საიტის წესები

  • კონფიდენციალურობა
  • შეძენის წესები
  • მიწოდება
  • დაბრუნება

მენიუ

  • ჩვენ შესახებ
  • წიგნები
  • პროექტები
  • კონტაქტი

2021 © Academic Press of Georgia | Created by UniSoft Web Studio