• სტამბოლელი ელეფთერია

    ქემალ ილმაზი 1965 წელს სტამბოლში დაიბადა. აქვე მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება.დაამთავრა ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტიფოლკლორის განხრით. მის კალამს რამდენიმე რომანი და მოთხრობა ეკუთვნის, რომლებიც უცხოენებზეცაა თარგმნილი.`სტამბოლელი ელეფთერია~ 1955 წლის 6-7 სექტემბრის მოვლენების წინ დაწყებულ სიყვარულზემოგვითხრობს. ამ დროს სტამბოლში ბერძნული უმცირესობის ყველაზე დაუნდობელი დარბევაგანხორციელდა. თუმცა წიგნში აღწერილი სასიყვარულო თავგადასავალი ამ ტრაგიკულიმოვლენების დასრულებასთან ერთად არ დამთავრებულა.ჭეშმარიტი სიყვარული მთავრდება? თუ ვინმე ამ სიყვარულის კვალს დაადგება, ადგილებს,სიმღერებს, ძველ მეგობრებსა და ძველ სტამბოლს, ნაცნობებს იპოვის, მაშინ _ არა! დიდი სიყვარულითაობიდან თაობას გადაეცემა, მუდმივად ცოცხალი რჩება. სტამბოლის მსგავს ქალაქებში, რომელიცსხვადასხვა ეპოქისა და ერის კვალს ატარებს, სიყვარულიც უფრო მძაფრია. ეს ზღაპრული ქალაქი,ბოსფორი, სავსე მთვარის შუქით განათებული მისი მინდვრები, ათასნაირი ყვავილით მორთულიბაღები და ტყეები თითქოს სიყვარულისთვის შექმნილი სამოთხეა, შეყვარებულებს გულში რომიხუტებს.

    13.98 
  • სტამბოლის ბოლო მატარებელი

    აიშე ქულინი – თანამედროვე თურქი მწერალი, ნოველისტი, ჟურნალისტი და სცენარისტი. მისი მოთხრობებისა და ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ფილმები და ტელე-სერიალები. მისი რომანები 23 ენაზეა თარგმნილი. 2002 წელს გამოქვეყნდა აიშე ქულინის რომანი „სტამბოლის ბოლო მატარებელი“ (“Nefes Nefese” – თურქულად ნიშნავს სირბილისგან გამოწვეულ გახშირებულ სუნთქვას, ამიტომ თითქმის ყველა უცხო ენაზე ის ითარგმნა, როგორც „სტამბოლის ბოლო მატარებელი“), რომელმაც დაიმსახურა იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო Premio Roma. რომანს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, რაც ეხება ჰოლოკოსტის დროს თურქი დიპლომატების მიერ თურქი ებრაელების გადარჩენის ისტორიას. მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთში, საფრანგეთში, კაიროსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და ასახავს ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო მინისტრის ქალიშვილისა და ებრაელი ბიჭის სიყვარულის ისტორიას, ოჯახების მხრიდან მათი ქორწინების მიუღებლობას, წინააღმდეგობას გაქცეული ახალგაზრდების საფრანგეთში გადასვლას, იქ გერმანელი ფაშისტების ოკუპაციაში მოხვედრას და თურქი დიპლომატების წყალობით მათთან ერთად უამრავი ებრაელის ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებიდან დახსნას.  პარალელურად წიგნში მოთხრობილია  მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთის გარშემო განვითარებული პოლიტიკური ბატალიების შესახებ.

    16.98 
  • ტირიფების ჩრდილქვეშ

    რომანის სიუჟეტი II მსოფლიო ომისდროინდელ საქართველოში, ახალციხეში ვითარდება, სადაც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები – სომხები, ებრაელები, ქართველები და თურქები ცხოვრობდნენ. პატარა ომერისა და ნიკას მეგობრობის ფონზე განვითარებული მოვლენები ერთ ღამეში ასი ათასზე მეტი ადამიანის მამაპაპეული საცხოვრებლებიდან აყრასა და სატვირთო მატარებლებით შუა აზიაში ტრაგიკულ გადასახლებას აღწერს, რამაც ბიჭების მეგობრობა იძულებით გაწყვიტა. ორმოცდღიანმა არაადამიანურმა მოგზაურობამ ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ზოგი – შიმშილმა, ზოგი – სიცივემ, ზოგი კი ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
    რომანი მეგობრობის, ომისა და გადასახლების გარდა, ადამიანების იდეალებისა მსხვრევასა და მათთან ანგარიშსწორებაზე მოგვითხრობს – იდეალების, რომელთაც სიცოცხლე მიუძღვნეს. ავტორი ხატოვნად აღწერს ასევე მითოლოგიური კაფის მთას, ბოლშევიკური რევოლუციის აკვანს, პეტროგრადს, სვანეთს, მხოლოდ კავკასიის რეგიონისათვის დამახასიათებელ ფერადოვან, ზღაპრულ ცხოვრებასა და ტრაგიკულ სიყვარულს.

    12.50 
  • ხელმოცარულები

    ოღუზ  ათაი 1934 წლის 12 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ინებოლუში დაიბადა. მამამისი, ჯემილ ათაი, მოსამართლე და პარლამენტის დეპუტატი იყო. მწერალმა დაწყებითი და საშუალო განათლება ანკარაში მიიღო. 1957 წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა. ლექციებს კითხულობდა დღევანდელ ილდიზის ტექნიკურ უნვერსიტეტში. მისი რომანი, `ხელმოცარულები~, 1997 წელს იუნესკოს მიერ თურქული ლიტერატურის რჩეულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული. ოღუზ ათაი 1977 წლის 13 დეკემბერს სრულიად ახალგაზრდა, 43 წლისა, თავის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

    40.00