• სტამბოლის ბოლო მატარებელი

    აიშე ქულინი – თანამედროვე თურქი მწერალი, ნოველისტი, ჟურნალისტი და სცენარისტი. მისი მოთხრობებისა და ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ფილმები და ტელე-სერიალები. მისი რომანები 23 ენაზეა თარგმნილი. 2002 წელს გამოქვეყნდა აიშე ქულინის რომანი „სტამბოლის ბოლო მატარებელი“ (“Nefes Nefese” – თურქულად ნიშნავს სირბილისგან გამოწვეულ გახშირებულ სუნთქვას, ამიტომ თითქმის ყველა უცხო ენაზე ის ითარგმნა, როგორც „სტამბოლის ბოლო მატარებელი“), რომელმაც დაიმსახურა იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო Premio Roma. რომანს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, რაც ეხება ჰოლოკოსტის დროს თურქი დიპლომატების მიერ თურქი ებრაელების გადარჩენის ისტორიას. მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთში, საფრანგეთში, კაიროსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და ასახავს ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო მინისტრის ქალიშვილისა და ებრაელი ბიჭის სიყვარულის ისტორიას, ოჯახების მხრიდან მათი ქორწინების მიუღებლობას, წინააღმდეგობას გაქცეული ახალგაზრდების საფრანგეთში გადასვლას, იქ გერმანელი ფაშისტების ოკუპაციაში მოხვედრას და თურქი დიპლომატების წყალობით მათთან ერთად უამრავი ებრაელის ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებიდან დახსნას.  პარალელურად წიგნში მოთხრობილია  მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთის გარშემო განვითარებული პოლიტიკური ბატალიების შესახებ.

    16.98 
  • ცხენ დომენიკოს საიყვარული

    წიგნი გამოიცა ლიეუვის კულტურის ინსტიტუტის თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით.

    14.98