• ვარდის ჩრდილზე აცოცების მცდელობა (ლექსები)

    ცნობილი სუდანელი პოეტი იუსუფ ალ-ჰაბობი დაიბადა ომდურმანში, 1959 წლის 19 დეკემბერს. ეგვიპტეში, ალექსანდრიის უნივერსიტეტში, შეისწავლა სამართალი. ჰაბობი სუდანისა და არაბ მწერალთა კავშირების წევრია. მონაწილეობდა არაერთ პან-არაბულ სემინარსა და კონფერენციაში, ასევე კაიროსა და აბუ დაბის ფესტივალებში. მისი ლექსები გამოქვეყნებულია სხვადასხვა არაბული ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში. ჰაბობი მრავალი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის კრებულისა „არასრული ლექსი“, რომელიც გამოსცა Azza Cultural Group-მა ალექ­სანდრიაში. კაიროს 2016 წლის წიგნის ბაზრობისთვის გამოიცა მისი ლექსების კრებული „ვარდის ჩრდილზე აცოცების მცდელობა“.

    5.00 
  • ქალები

    ჰამდი ალ-გაზარი დაიბადა გიზაში. კაიროში სწავლობდა ფილოსოფიას, გახდა მწერალი და ასისტენტად მუშაობს ტელევიზიაში. ხელმძღვანელობს ეგვიპტის კულტურის არხის კვლევების განყოფილებას. მონაწილეობდა პროექტში „ბეირუთი 39“, აღნუსხა ყველაზე ცნობილი თანამედროვე არაბი ავტორები. 2014 წ. მისი ნაწარმოები „ქალები“ წლის საუკეთესო ეგვიპტურ რომანად იქნა აღიარებული.

    თავის ნაწარმოებში „ქალები“ ეგვიპტელი მწერალი ჰამდი ალ-გაზარი ნათესავი, მეგობარი თუ მეზობელი ქალების პორტრეტების ფონზე გვიხატავს ეგვიპტელი და ზოგადად, არაბი ქალების ყოფას, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.

    7.00