-
აგიოგრაფია
წიგნში შესწავლილია აგიოგრაფიის სპეციფიკა, მისი როლი და ადგილი ქართულ სულიერ კულტურაში; IV-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები გაანალიზებულია რელიგიურ-დოგმატური და მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტებით.
ეს წიგნი გამიზნულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, სასულიერო სემინარია-აკადემიების სტუდენტების, მასწავლებლების, მკვლევრებისა და ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
-
ბიოლოგია / სავარჯიშოების კრებული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის
წინამდებარე სავარჯიშოების კრებული განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. ის წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამულ საკითხებზე მორგებულ სავარჯიშოების კრებულს და მოიცავს ბიოლოგიის ორ ძირითად თავს: ციტოლოგიასა და ანატომიას. მოცემული სავარჯიშოები საინტერესო და სახალისოა. ის შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. კრებულში არსებული სავარჯიშოები ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის შეძენა-განვითარებას, ასევე საგნისადმი მეტ ინტერესსა და ათვისებული მასალის განმტკიცებას. სავარჯიშოების შესრულება ავითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: დაკვირვება, ორგანიზება, ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და სხვა. -
გერმანულ-ქართული სამედიცინო ლექსიკონი
წინამდებარე გერმანულ-ქართული სამედიცინო მცირე ლექსიკონი შეიცავს დაახლოებით 6100 სიტყვას. ლექსიკონი გამოადგება სამედიცინო სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, სამედიცინო დარგის სტუდენტებსა და ასპირანტებს, ასევე შესაბამისი ლიტერატურის მთარგმნელებს.
-
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა 2022
დამხმარე სახელმძღვანელო შედგება იმ აუცილებელი ნაწილებისგან, რომლებიც მნიშვნელოვანია მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელებიც ახალგაზრდებს დაეხმარებათ თავიანთი ნაშრომის აგებასა და მოსაზრების ეფექტურად ჩამოყალიბებაში.
-
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა 2023
ყველა მასწავლებელს აწუხებს კითხვა როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში?
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საშუალო საფეხურის პედაგოგის პრობლემა არაა და ამ საკითხებზე დაწყებითი საფეხურიდანვე აქტიურად უნდა ვფიქრობდეთ, რადგან წაკითხულის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი თუ ახალგაზრდას სათანადო დონეზე გააზრებული არ აქვს, ის ვერანაირად გაართმევს თავს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ ცხოვრებას და ვერ იქნება წარმატებული სტუდენტი.
-
თავის ტვინის ფუნქციური სისტემები ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის
სახელმძღვანელოში განხილულია თავის ტვინის ფუნქციური სისტემების აგებულება და მათი ფიზიოლოგიური თავისებურება თითოეული სისტემის კომპონენტების ერთმანეთთან, და სხვა ფუნქციურ სისტემებთან კავშირის თვალსაზრისით. სპეციალური ადგილი ეთმობა საკითხებს, რომლებიც უშუალო კავშირშია ფსიქოლოგიის ინტერესის სფეროში შემავალ ფენომენებთან, როგორიცაა სტრესი, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, წამალდამოკიდებულება და ცნობიერება.
-
ისტორია, ტესტები აბიტურიენტებისთვის
მეორე გამოცემა
გთავაზობთ ისტორიის ტესტებს, რომლის მოწოდების ფორმატი შეესაბამება თანამედროვე სასკოლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან ცნებებზე დაფუძნებულ პედაგოგიკას, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების შესაბამისი საგნობრივი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შემოწმებას და დაეხმარება აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიის დისციპლინის მომზადებაში. შევეცადეთ წინამდებარე ტესტური დავალებებით მოგვეცვა თითქმის ყველა საკითხი, რომელიც აბიტურიენტს საშუალებას მისცემს შეამოწმოს არა მარტო საკუთარი ცოდნა, არამედ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ისტორიის შესწავლის პროცესში შეიძინა. ტესტი წარმოადგენს ეროვნული გამოცდის სიმულაციას და მორგებულია იმ საჭიროებებს, რაც აბიტურიენტს ხელს შეუწყობს გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლამდე.
-
ლიტერატურის დამხმარე სახელმძღვანელო უფროსკლასელთა და აბიტურიენტთათვის
როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში? საკითხი – როგორ ვასწავლო? გახდა უმნიშვნელოვანესი. ამ საკითხის მოგვარების ჩვენეული მცდელობაა წინამდებარე კრებულიც. ეს ჩემთვის წიგნის გამოცემის მეორე მცდელობაა უკვე. პირველი წიგნის გამოცემიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამჯერად უკვე მეგობართანა და საუკეთესო პროფესიონალთან ერთად გადავწყვიტე დამხმარე სახელმძღვანელოზე მუშაობა. წიგნი ხუთი ნაწილისგან შედგება. პირველ-მეორე ნაწილში თავმოყრილია ტექსტის ანალიზისთვის საჭირო პრაქტიკული დავალებები არასაპროგრამო და საპროგრამო ტესტებიდან, მესამე ნაწილში მოცემულია მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები, მეოთხე ნაწილში მოცემულია ტექსტის ანალიზისთვის საჭირო ცნობები, რეკომენდაციები, კომენტარები, განმარტებები, შეფასების სqემები, ხოლო მეხუთე ნაწილში _ პასუხები. სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ის ცვლილებები, რომლებიც შევიდა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტების ფორმატში.
-
-
შეამოწმე შენი ცოდნა მათემატიკაში
უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა მათემატიკაში ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ლიტერატურა, რომელიც წარმატებით გამოიყენება სკოლაში სწავლებისას და კერძო პრაქტიკაშიც. თუმცა, მეცადინეობის ყველა ეტაპზე პრობლემად რჩება მოსწავლის ცოდნის დონის შეფასება; ეს საკითხი კი მნიშვნელოვანია როგორც მშობლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვისაც სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა-წარმართვისთვის. გთავაზობთ მათემატიკაში ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტების კრებულს. კრებულის პირველ ნაწილს წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის პროგრამის მიხედვით შედგენილი თემატური ტესტები; თითოეულ თემაზე მოცემულია სამი დონის ტესტი: A — ელემენტარული; B — დამაკმაყოფილებელი; C — საფუძვლიანი. ამ ტესტების საშუალებით მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს საკუთარი ცოდნის ხარვეზები და აღმოფხვრას ისინი სასწავლო ლიტერატურის დახმარებით (იხილეთ მითითებული ლიტერატურა). კრებულის მეორე ნაწილში გთავაზობთ მისაღები გამოცდების ვარიანტებთან მიახლოებულ საკონტროლო ტესტებს — მათი გამოყენება მიზანშეწონილია მომზადების დასკვნით ეტაპზე, როცა გავლილია პროგრამის ყველა თემა. თითქმის ყველა წარმოდგენილი ამოცანა ორიგინალურია და არ არის გამოყენებული სხვა ბეჭდვით გამოცემებში. ყველა ტესტს ახლავს პასუხები და, საჭიროების შემთხვევაში, მითითებებიც. იმედია, კრებულით სარგებლობა ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებას.
კეთილი სურვილებით,
ია მებონია
ნინო ჭელიძე