ნაჩვენებია 41–55 წიგნი 55-დან

  • სტამბოლის ბოლო მატარებელი

    აიშე ქულინი – თანამედროვე თურქი მწერალი, ნოველისტი, ჟურნალისტი და სცენარისტი. მისი მოთხრობებისა და ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ფილმები და ტელე-სერიალები. მისი რომანები 23 ენაზეა თარგმნილი. 2002 წელს გამოქვეყნდა აიშე ქულინის რომანი „სტამბოლის ბოლო მატარებელი“ (“Nefes Nefese” – თურქულად ნიშნავს სირბილისგან გამოწვეულ გახშირებულ სუნთქვას, ამიტომ თითქმის ყველა უცხო ენაზე ის ითარგმნა, როგორც „სტამბოლის ბოლო მატარებელი“), რომელმაც დაიმსახურა იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო Premio Roma. რომანს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, რაც ეხება ჰოლოკოსტის დროს თურქი დიპლომატების მიერ თურქი ებრაელების გადარჩენის ისტორიას. მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთში, საფრანგეთში, კაიროსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და ასახავს ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო მინისტრის ქალიშვილისა და ებრაელი ბიჭის სიყვარულის ისტორიას, ოჯახების მხრიდან მათი ქორწინების მიუღებლობას, წინააღმდეგობას გაქცეული ახალგაზრდების საფრანგეთში გადასვლას, იქ გერმანელი ფაშისტების ოკუპაციაში მოხვედრას და თურქი დიპლომატების წყალობით მათთან ერთად უამრავი ებრაელის ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებიდან დახსნას.  პარალელურად წიგნში მოთხრობილია  მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთის გარშემო განვითარებული პოლიტიკური ბატალიების შესახებ.

    16.98 
  • ტბა

    ტბა, რომელის შესახებაც ეს წიგნი გიამბობთ, ყველაზე ლურჯი და ღრმაა, რაც კი ოდესმე არსებულა. უხსოვარ დროს აქ ადამიანები მოვიდნენ და ტბის ირგვლივ გამოქვაბულებში დასახლდნენ. გამოქვაბულის კედლებზე შემორჩენილი ნახატები სწორედ მათ თავგადასავალს მოგვითხრობს.

    7.20 
  • ტერენტი გრანელი “სიკვდილის შემდეგ” 4 ენაზე

    სამი ვარიაცია ტერენტი გრანელის თემებზე:

    რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია?

    ტერენტი გრანელი

    მოდის უცნაური ხმა სამეგრელოს მთებიდან, ალბათ, წვიმამ გადიღო, ალბათ, გადაიკარა. მივატოვე თბილისი, კალმოსანი ძმები და ვუტევ კარებს დაკეტილს, როგორც ხარი წიქარა. დაო, მე ხომ ვიცოდი, მწუხარება დამღლიდა, ამავსებდა ლოცვებით ეკლესიის ზარები. ჩემი სული — ფრინველი ივედრება მაღლიდან, ვარსკვლავები გამხდარან მისი თანამგზავრები. მესიზმრება ხშირ-ხშირად წალენჯიხის ტაძარი, სანთლით განათებული მისი ყველა კუნჭული. კრძალვით მიახლოვდება ჩემი დედინაცვალი და ჩემს სახელს იფიცებს უნაზესი ჩურჩულით.

    13.98 
  • ტექსტის ხიბლი

    თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზა.

     

    წიგნი გამოიცა შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით:

    • საქართველოს მწერალთა სახლი
    • ლიეტუვის კულტურის ინსტიტუტი
    • ლიეტუვის მწერალთა სახლი

     

    14.98 
  • ტიბეტელი ბერის ლექსები და ჩანაწერები

    ტიბეტში მოღვაწე დისიდენტი ჩინელი ბერი ტაშირო მაცუკი, რომელიც იაპონური ფსევდონიმით წერდა და რომელსაც წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა, დღემდე უცნობია როგორც მის სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთაც. უნიკალური პიროვნების, დიდი პოეტისა და მოაზროვნის ლექსები და ჩანაწერები, რომელთა პწკარედებიც მთარგმნელს ხელთ დიპლომატიური გზებით ჩაუვარდა, მათი პირველი პუბლიკაცია და, შესაბამისად,  მსოფლიო პრემიერაა.

    14.98 
  • ქალები

    ჰამდი ალ-გაზარი დაიბადა გიზაში. კაიროში სწავლობდა ფილოსოფიას, გახდა მწერალი და ასისტენტად მუშაობს ტელევიზიაში. ხელმძღვანელობს ეგვიპტის კულტურის არხის კვლევების განყოფილებას. მონაწილეობდა პროექტში „ბეირუთი 39“, აღნუსხა ყველაზე ცნობილი თანამედროვე არაბი ავტორები. 2014 წ. მისი ნაწარმოები „ქალები“ წლის საუკეთესო ეგვიპტურ რომანად იქნა აღიარებული.

    თავის ნაწარმოებში „ქალები“ ეგვიპტელი მწერალი ჰამდი ალ-გაზარი ნათესავი, მეგობარი თუ მეზობელი ქალების პორტრეტების ფონზე გვიხატავს ეგვიპტელი და ზოგადად, არაბი ქალების ყოფას, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.

    7.00 
  • ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში

    XX საუკუნის ამერიკელი მწერლის ჯორჯ სამუელ კლეისონის წინამდებარე ბესტსელერში, რომელიც იქცა თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურის კლასიკად, გადმოცემულია ადამიანის მიერ მატერიალური დოვლათისა და მზარდი ლიკვიდური აქტივების შექმნის ძირითადი ასპექტები. წიგნში აღწერილია ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის ძირითადი კანონები, ფულის საიდუმლოებები, კაპიტალბრუნვით სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობები, მეტი მოგების გამომუშავების ისტორიულად დამკვიდრებული წესები.

    12.90 
  • შაქრის გოგონა

    1930 წელია. ერთი მოსკოვური ოჯახის მშვიდ ცხოვრებას არღვევს განაჩენი — „სამშობლოს მოღალატე“. ყირგიზეთში გადასახლებული ხუთი წლის ელა და დედამისი თითქოს ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. უბრუნდებიან ადამიანურ ყოფას, თან არაერთხელ, რადგან გარემოებები მსჯავრდებულებს გამუდმებით უცნობ და არცთუ იოლ „ხვალინდელ დღეს“ სთავაზობს. ასე გრძელდება კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე. ეს ავტორის გამოგონილი და შელამაზებული ამბავი კი არა, პატარა სტელასა და მისი ოჯახის ნამდვილი თავგადასავალია. კითხულობ და გაოცებს ადამიანის სულიერი ძალა, წიგნის წაკითხვის შემდეგ კი კაცთა მოდგმასა და მთელ სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებ.

    შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა, რომ თავდაპირველად 12-16 წლის მკითხველისთვის განკუთვნილი მოთხრობა თანდათან დიდი ლიტერატურის ნაწილი გახდა.

    12.00 
  • შიშის მოლოდინში

    პირველი თურქი პოსტმოდერნისტი მწერალი, ოღუზ ათაი (1934-1977), ამ კრებულში გაერთიანებულ მოთხრობებში სიტუაციებსა და ფაქტებზე მეტად – ადამიანზე და, კიდევ უფრო მეტად, ადამიანის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს – მარგინალებსა და ანტიგმირებზე, რომლებიც თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, რომელთაც საზოგადოება არ აღიარებს; საზოგადოების მიერ დაუნდობლად გარიყულ ლუმპენებზე; მათზე, ვისაც გამოუვალმა მდგომარეობამ თვით­მკვლელობისა და დანაშაულისკენ უბიძგა; ვინც გაგიჟების ზღვარზეა; ნეგატივზე, რომელიც მხოლოდ ინდივიდების კი არა, საზოგადოების პრობლემაა.

    8.00 
  • ჩემი ქმარი

    60-იანი წლები იტალიაში, ისე როგორც სხვა დასავლურ კულტურებში, დიდი სოციალური ცვლილებებით აღინიშნება.

    დაჩა მარაინი მოთხრობათა კრებულში „ჩემი ქმარი“ საუბრობს დიდი ქალაქების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებული ტკივილით გადმოსცემს მშრომელი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისა და იმედგაცრუების ეპიზოდებს, აღწერს ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა ჩაგვრის დეტალებს, ასახავს ქალების მღელვარე სასიყვარულო ამბებსა და ნგრევის პირას მისულ ოჯახურ ურთიერთობებს. მარაინის პერსონაჟები თავიანთი ცხოვრებით ხშირად უკმაყოფილონი არიან, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედს მაინც არ ჰკარგავენ და მის მისაღწევად განუწყვეტლივ იბრძვიან.

    „ჩემი ქმარი“ არაჩვეულებრივი ოსტატობითა და პოეტურობით, ცოცხალი და ხუმრობანარევი მეტყველებით ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 60-იანი წლების იტალიურ ცხოვრებას.

     

    7.00 
  • ცუდი მშობლების შესახებ

    შვეიცარიელი ავტორი ტომ კუმერი დაიბადა 1961 წელს ბერნში. 1985 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად. 1993 წლიდან ლოს-ანჟელესში დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ გაზეთებთან _ `შüდდე¬უ¬ტსცჰე ძეიტუნგ~ და `ძüრცჰერ თაგესანზეიგერ~. 2000 წელს მისმა ფიქტიურმა ინტერვიუებმა ჰოლივუდის ვარს-კვლავებთან მასმედიაში დიდი სკანდალი გამოიწვია. ლოს-ანჟელესში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ შვეიცარიაში დაბრუნდა და დღეს ბერნში ცხოვრობს. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი. მისი ახა-ლი რომანი _ `ცუდი მშობლების შესახებ~ _ 2020 წელს გამოვიდა და იმავე წელს ნომი¬ნირებული იყო შვეიცარიული წიგნის პრემიაზე.

    9.98 
  • ცხენ დომენიკოს საიყვარული

    წიგნი გამოიცა ლიეუვის კულტურის ინსტიტუტის თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით.

    14.98 
  • წმინდანთა ცხოვრება და სხვა მოთხრორები

    მოთხრობა ბალტების ერთ-ერთი უძველესი ტომის, კურშების, უკანასკნელი ქურუმის სიცოცხლის ბოლო დღეებზე გვიამბობს. უფრო სწორად, ესაა სამ ნაწილად დაყოფილი მონოლოგი უკვე ღრმად მოხუცი ქურუმისა, რომელიც ხედავს რა, როგორი მრისხანებით ავრცელებენ უცხოტომელები ქრისტიანობას მის მამულში, სიცოცხლის დასასრულს ლამის ეჭვიც კი შეაქვს თავის რწმენაში. წიგნის მეორე ნაწილია ნოველათა კრებული „წმინდანთა ცხოვრება“. ის თერთმეტ ნოველას მოიცავს და გვიამბობს ერთი სოფლის მცხოვრებთა თავგადასავალს, რომელშიც იკვეთება მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება თავისუფალ და დამოუკიდებლობანაგემებ ლიეტუვაში. ნაწარმოების გმირებს წმინდანთა სახელები ჰქვიათ, მათი ისტორია არ იმეორებს ნამდვილ წმინდანთა ისტორიებს, მაგრამ თავიანთი საქციელით, ცხოვრების წესით, მრწამსით ისინი სეხნია წმინდანებს ემსგავსებიან.

    თარგმანი დაფინანსდა ლიეტუვას კულტურის ინსტიტუტის მიერ, 2019

    9.98 
  • ხელმოცარულები

    ოღუზ  ათაი 1934 წლის 12 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ინებოლუში დაიბადა. მამამისი, ჯემილ ათაი, მოსამართლე და პარლამენტის დეპუტატი იყო. მწერალმა დაწყებითი და საშუალო განათლება ანკარაში მიიღო. 1957 წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა. ლექციებს კითხულობდა დღევანდელ ილდიზის ტექნიკურ უნვერსიტეტში. მისი რომანი, `ხელმოცარულები~, 1997 წელს იუნესკოს მიერ თურქული ლიტერატურის რჩეულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული. ოღუზ ათაი 1977 წლის 13 დეკემბერს სრულიად ახალგაზრდა, 43 წლისა, თავის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

    40.00