ნაპოვნია 15 წინგი

  • ავადმყოფი კენგურუ

    მონიკა ყოლბაია დაიბადა 1993 წლის 29 დეკემბერს ზუგდიდში. ცხოვრობდა აფხაზეთში, დაამთავრა ჭუბურხინჯის მეორე საშუალო სკოლა. 2011 წელს ჩაირიცხა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“. პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში. „ავადმყოფი კენგურუ“ მისი პირველი ნაწარმოებია.

    5.00 
  • ავტობუსი ზაფხულში

    ეს წიგნი გზადაგზა, ავტობუსსა თუ ელექტრო­მა­ტარებელში ნაფიქრი და ნააზრევია. ეს არის სამახსოვრო ჩანაწერები ოცნებებზე, იმედებზე და მოგონებებზე: დედის ხელებზე და პირველ კოცნაზე, ახლობელ ადამია­ნებ­ზე და ხანმოკლე შეხვედრებზე, დანაკარგზე და იმ ბე­დნიერებაზე, როცა შენი ესმით. იმაზე, რაც ყველას აღელვებს. ნათელი და ცოტათი ნაღვლიანი. ის, პირველ ყოვლისა, ცხოვრებაზეა.

    5.00 
  • ბავშვი ნანგრევებიდან

    რომანში მოქმედება სამ სხვადასხვა ადგილას ვითარდება, მოქმედი პირები ყველგან სხვადასხვაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული…

    1947 წლის ჰამბურგი. გაუსაძლისი სიცივე, სურსათის დეფიციტი. ადამიანები იყინებიან. აგნეს დიცი დაბომბილი სახლის ოთახში ურთულეს პირობებში ცდილობს შვილებთან ჰანოსთან და ვიბკესთან ერთად თავის გადარჩენას.  თხუთმეტი წლის ჰანო  ნანგრევებში ეძებს ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია. შემდეგ მათ შავ ბაზარზე სურსათში ცვლის. ერთ დღეს დაბომბილ სარდაფში ქალის ცხედარს ნახულობს, იქიდან ამოსული კი თავისი დის გვერდით პატარა უცნობ ბიჭს, რომელიც სრულიად მარტოა და არ ლაპარაკობს. და-ძმას ბიჭი სახლში მიჰყავს და დედასაც არწმუნებს, რომ ბავშვი დაიტოვონ. ბიჭი წლების შემდეგ იგებს, რომ აყვანილია და ცდილობს მისი წარმომავლობის შესახებ ცნობების მოძიებას…

    12.00 
  • ბავშვიანი ქვრივი

    XIX საუკუნეში დახვეწილი პიემონტელი მღვდელი დონ ტომაზო ბარბიზიო შერისხეს და იტალიის შვეიცარიის მიყრუებული ხეობის ერთ სოფელში გაამწესეს, სადაც მან მსახურად აიყვანა ასაკოვანი ქვრივი ანა მარია, რომელიც ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა და რომლის საოცარი წარსულიც დონ ტომაზომ თანდათანობით შეიტყო. თუ დონ ტომაზო გამოგონილი გმირია, ანა მარია და მისი ქმარი, რომლის უკეთურობასაც თაობიდან თაობას გადასცემდნენ, ნამ­დვი­ლად არსებობდნენ.

    5.00 
  • ბინადრობის ნებართვა

    ავტობიოგრაფიულ რომანში „ბინადრობის ნებართვა“ მოქმედება 70-იანი წლების ჟენევაში ხდება. მთავარი გმირი, 12 წლის ანდრე, სიცილიელი იმიგრანტის შვილია. შვეიცარიაში გადასახლებული იტალიელი ბავშვისთვის ინტეგრაცია ძნელი აღმოჩნდა. შეძლებს კი მარტოსული მოზარდი, გააგებინოს მშობლებს თავისი პრობლემები, მოიპოვოს მეგობრები?

    8.00 
  • დაშორებულები

    რომანში მოქმედება 1981 წლის 10 მაისს იწყება. მაშინ ალისა და სესილი 16 წლის იყვნენ. ოცდაათი წლის შემდეგ ბავშვობის განუყრელი მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ. კაფეში მჯდომი ალისას მოგონებებისა და კომაში ჩავარდნილი სესილის წარმოსახვითი წერილების ფონზე იშლება მთელი მათი ცხოვრება.

    ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) დაიბადა პარიზში, ქართული წარმომავლობის ოჯახში. ლიტერატურული მოღვაწეობა ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებით დაიწყო. 2004 წ. გამოაქვეყნა პირველი რომანი ,,ყველაფერი კარგად იქნება’’. 2010 წ. გამოქვეყნებული რომანი ,,შავი ზღვა’’, რომელმაც არაერთი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა დედამისის, ხოლო 2016 წელს გამოქვეყნებული ,,სხვა იოსები’’ მამამისის  ოჯახის ისტორიას გადმოგვცემს. ქეთევან დავრიშევის სამი ნაწარმოები ,,შავი ზღვა’’, ,,სარკმელი’’ და ,,სხვა იოსები’’ უკვე ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე.

    6.00 
  • ვეფხისტყაოსანი ყველასთვის

    „ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერისთვის წიგნთა წიგნია. ოკეანესავით არის, სიღრმეს ვერ პოულობ, მაგრამ საოცარ სიბრძნეს იძენ. მთავარია წაიკითხო. შევეცადეთ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მარტივად მიგვეწოდებინა წიგნის ფაბულა, რომ შემდგომში ორიგინალითაც დაინტერესდნენ. მოკლედ, ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც უნდა  „ვეფხისტყაოსანი” ისწავლოს ან ასწავლოს.

    11.98 
  • მხიარული ოჯახი… და სხვებიც

    გაიცანი დუდო და მისი ოჯახი. კატებიანი დირექტორი და უუმკაცრესი მერი მასწი, ექს-ცენ-ტრი-კული წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდნიან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუანა (აჰ, უკაცრავად, კუაკუა) და სხვები. ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ… მოკლედ, წაიკითხეთ წიგნი ბავშვებმაც და დიდებმაც და მოგვწერეთ 🙂

    10.00 
  • ნახტომი

    სიმონე ლაპერტი დაიბადა 1985 წელს აარაუში, შვეიცარიაში. სწავლობდა ბილის შვეიცარიული ლიტერატურის ინსტიტუტში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ციურიხში. მისი რომანი „ნახტომი“ 2019 წელს დაიბეჭდა და წარდგენილი იყო შვეიცარიული წიგნის პრემიაზე.

    სიმონე ლაპერტი რომანში „ნახტომი“ ემოციურად და იუმორით გვიყვება გერმანიის პატარა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ხან მხიარულ და ხან სევდიან ისტორიებს, მათი შინაგანი სამყაროსა და გრძნობების შესახებ.

    ქალაქში სამშაბათის დილაა. მებაღის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, მანუ, სახლის სახურავზე დგას და ქვემოთ იყურება, ყვირის, სამუშაო იარაღებსა და კრამიტებს ისვრის ქუჩაში. მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო, პრესა. მოედანზე შეკრებილი უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მოვლენების განვითარებას ადევნებს თვალს. ნეტავ რაშია საქმე? გადმოხტება ქალი?

    12.00 
  • საგალობელნი სიყვარულისა

    „საგალობელნი სიყვარულისა“ უთუოდ გამორჩეული რომანია ფრანგი მწერლისა და მსახიობის, ანა ვიაზემსკის შემოქმედებაში. ნაწარმოებმა გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო კრიტიკოსების ყურადღება და რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოც დაიმსახურა. გამოცემისთანავე აღიარეს შედევრად. ფრანგმა რეჟისორმა, ჟან-პოლ სივეირაკმა, წიგნის მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელსაც ჟან ვიგოს სახელობის პრემია გადაეცა.

    ალბათ, ესაა რომანი, ყველაზე კარგად რომ დაგვანახებს მწერლის შინაგან სამყაროს და ნათელს მოჰფენს მის ცხოვრებას. რომანს უწყვეტ რეფრენად გასდევს ცნობილი ფრანგი მომღერლის, ედით პიაფის ლეგენდარული სიმღერა, „საგალობელი სიყვარულისა“. პიაფმა, ამ გოგონა-ბეღურამ, ერთი საგალობელი უძღვნა ამ დიად გრძნობას, ანა ვიაზემსკიმ და მისმა მშობლებმა – მრავალი. ამიტომაც უწოდა „საგალობელნი“.

    8.00 
  • ტაკვი

    ნაიელ გრიფიტსი (დაიბადა 1966 წელს) – უელსელი მწერალი. ის ლივერპულში გაიზარდა, ბავშვობაში რამდენიმე წელი ოჯახთან ერთად ავსტრალიაში იცხოვრა, რის შემდეგაც ისევ ლივერპულს დაუბრუნდა. იყო შავი მუშა, ბარმენი, ოფიციანტი, მძარცველი, ხისმჭრელი და ა.შ. გასული საუკუნის მიწურულს უელსის ქალაქ აბერისთუითში დასახლდა და იქაურ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მაგრამ მალე გადაიფიქრა და წერას მიჰყო ხელი. დღეს ის ცხრა რომანის, არაერთი მოთხრობისა და სტატიის ავტორია.

    რომანი „ტაკვი“ (Stump), რომლის ქართულ გამოცემასაც გთავაზობთ, 2004 წელს დაჯილდოვდა უელსის წლის საუკეთესო წიგნის პრემიით (Wales Book of the Year). სულ ახლახან, 2020 წელს, ამავე ჯილდოთი აღინიშნა მისი ახალი წიგნიც „გულგატეხილი მოჩვენება“ (Broken Ghost).

    10.00 
  • ტირიფების ჩრდილქვეშ

    რომანის სიუჟეტი II მსოფლიო ომისდროინდელ საქართველოში, ახალციხეში ვითარდება, სადაც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები – სომხები, ებრაელები, ქართველები და თურქები ცხოვრობდნენ. პატარა ომერისა და ნიკას მეგობრობის ფონზე განვითარებული მოვლენები ერთ ღამეში ასი ათასზე მეტი ადამიანის მამაპაპეული საცხოვრებლებიდან აყრასა და სატვირთო მატარებლებით შუა აზიაში ტრაგიკულ გადასახლებას აღწერს, რამაც ბიჭების მეგობრობა იძულებით გაწყვიტა. ორმოცდღიანმა არაადამიანურმა მოგზაურობამ ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ზოგი – შიმშილმა, ზოგი – სიცივემ, ზოგი კი ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
    რომანი მეგობრობის, ომისა და გადასახლების გარდა, ადამიანების იდეალებისა მსხვრევასა და მათთან ანგარიშსწორებაზე მოგვითხრობს – იდეალების, რომელთაც სიცოცხლე მიუძღვნეს. ავტორი ხატოვნად აღწერს ასევე მითოლოგიური კაფის მთას, ბოლშევიკური რევოლუციის აკვანს, პეტროგრადს, სვანეთს, მხოლოდ კავკასიის რეგიონისათვის დამახასიათებელ ფერადოვან, ზღაპრულ ცხოვრებასა და ტრაგიკულ სიყვარულს.

    12.50 
  • ღამის ხმები

    რომანი „ღამის ხმები“  ანატოლიაში მცხოვრები მდიდარი ორთაჩლიების ოჯახური საგაა, რომელიც მოიცავს ოთხი თაობის ისტორიას. მოქმედება ძირითადად ვითარდება ანატოლიაში, ბოზოვას მამულში, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე. ორთაჩლიების მდიდრული სასახლე  თავისი ბინადრების უამრავ საიდუმლოს, ინტრიგასა თუ სასიყვარულო ამბავს ინახავს. ორთაჩლიების ოჯახის მაგალითზე კარგად ჩანს ამ პერიოდში თურქეთში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური ბატალიები და გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები რა გავლენას ახდენდა მაშინდელ საზოგადოებაზე,   თაობებს შორის  ურთიერთობებზე. რომანში მრავლადაა მოთხრობილი სხვადასხვა პერსონაჟის ისტორიები, რომელთა ლოგიკური დასასრულიც ხდება დედის უჯრაში ქალიშვილის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი დღიურით გამჟღავნებული საიდუმლო, რაც პასუხს ცემს ყველა კითხვას და თავდაყირა აყენებს  მკითხველის ამა თუ იმ  პერსონაჟის მიმართ განწყობას.  რომანი თავიდანვე დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა, თუმცა ბოლო წლებში აიშე ქულინმა გაიზიარა ელიფ შაფაქის ბედი და გამოუჩნდა კრიტიკოსებიც, რომლებიც მწერალს პედოფილიის ამსახველი მომენტების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ.

    9.00 
  • ჰარამხანა

    თურქული წარმომავლობის ამერიკელი მწერლის, ასლი სანჯარის “ჰარამხანაში” აღწერილია ამბავი ჩრდილო კავკასიიდან მოტაცებული და სტამბოლში ტყვედ გაყიდული ჩერქეზი გოგონასი, რომელიც სულთნის ჰარამხანაში ხვდება.

    წიგნში ცოცხალი ფერებით, ძალდაუტანებლად, რეალისტურად არის გადმოცემული ოსმალო ქალების, აგრეთვე ოსმალეთში ტყვედ გაყიდული და სულთნის ჰარამხანაში მოხვედრილი ჩერქეზი, ქართველი თუ სხვა ეროვნების ქალთა ცხოვრება; მათი ადგილი ოსმალური ტრადიციების, სასახლის კულტურის, ჰარამხანის წეს-ჩვეულებების ფონზე.

    8.50