ბიოლოგია – სავარჯიშოების კრებული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის
Loading...

ბიოლოგია – სავარჯიშოების კრებული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

კურიერის თანხას იხდით ადგილზე!

თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი

ავტორი

გარეკანი

გამომცემლობა

ფორმატი

გვერდები

96, ფერადი

ISBN

978-9941-497-07-0

17,50 

არ არის მარაგში

წინამდებარე სავარჯიშოების კრებული განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. ის წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგ­მით გათვალისწინებულ პროგრამულ საკითხებზე მორგებულ სავარჯიშოების კრებულს და მოიცავს ბიოლოგიის ორ ძირითად თავს: ციტოლოგიასა და ანა­ტომიას. მოცემული სავარჯიშოები საინტერესო და სახალისოა. ის შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. კრებულში არსებული სავარჯიშოები ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის შეძენა-განვითარებას, ასევე საგნისადმი მეტ ინტერესსა და ათვისებული მასალის განმტკიცებას. სავარჯიშოების შესრულება ავითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: დაკვირვება, ორგანიზება, ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და სხვა.

სავარჯიშოები გათვლილია კეთებით სწავლებაზე, მოსწავლემ უნდა შექმნას მოდელები ან სწორად შეავსოს ცხრილები, ამოჭრას, გააფერადოს, იპოვოს შესაბამისობები, რაც მეტად მნიშვნელოვანია როგორც კინესთეტიკური, ასევე მხედველობითი მეხსიერების ტიპის მქონე ბავშვებისთვის. ამ ასაკის მოსწავლეთათვის მსგავსი კრებული ქართულ ენაზე არ არსებობს. კრებული მოიცავს 36 სავარჯიშოს. სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეს შეუძლია როგორც გაკვეთილის მსვლელობისას, ასევე დამოუკიდებლად. ამ ­მხრივ, კრებული უზრუნველყოფს, მოსწავლეებში განავითაროს დამოუკიდებლად თვითრეალიზების უნარიც. ბიოლოგიის სავარჯიშოების კრებული დიდ დახმარებას გაუწევს საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებს საგნის წარმატებული და შედეგიანი სწავლის პროცესში. კრებული დაეხმარება მათ მასწავლებლებს, გამოიყენონ სავარჯიშო­ები როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებისთვის.

კრებული განკუთვნილია ასევე ბიოლოგიის საგნით დაინტერესებული ნების­მიერი პირისთვის.
ავტორი: ხათუნა გოგალაძე – ქიმიის დოქტორი, ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...