გასაღები რძეში
Loading...

გასაღები რძეში

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

ავტორი

თარგმანი

გამომცემლობა

გამოცემის წელი

ფორმატი

გარეკანი

გვერდები

223

ISBN

978-9941-9724-6-1

8,95 

ალექსანდრე ჰმინე დაიბადა ქალაქ ლუგანოში, 1976 წელს. დაამთავრა პავიის უნივერსიტეტის ლიტერატურული ფაკულტეტი. მუშაობდა შვეიცარიის რადიოტელევიზიის იტალიურენოვანი კომპანიის RSI-ის რედაქტორად, თანამშრომლობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „აციონესთან”, 2004 წლიდან ასწავლის იტალიურ ენასა და ლიტერატურას კანტონის სხვადასხვა სასწავლებელში, 2011 წლიდან კი _ ქალაქ ლუგანოს პირველ ლიცეუმში. „გასაღები რძეში” ავტობიოგრაფიული რომანია და მოგვითხრობს მაროკოელ ყმაწვილ ბიჭზე, რომელიც დედამ ტიჩინოს კანტონის სოფელ ალტო-მალკანტონეში მცხოვრებ ქვრივ, ხანში შესულ ქალს, ელვეციას აღსაზრდელად მიაბარა.

რომანში მწერალი ფრაგმენტული თხრობით გადმოსცემს თავის ცხოვრებას: ბავშვობის თამაშებს, ადამიანებთან ურთიერთობას, რელიგიურ დღესასწაულებს, გატაცებას ფეხბურთით, ჩოგბურთით, ჰოკეით; არდადეგებს კასაბლანკაში ატარებს _ ქალაქში, რომელსაც გმირი პირველად ათი წლის ასაკში სტუმრობს და რომელიც დაუყოვნებლივ იწვევს მასში დეზორიენტაციასა და უარყოფის გრძნობას. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია მშობლიურ ქვეყანად მიაჩნია, ის საკუთარი ვინაობის შესახებ კითხვების დასმას თავს მაინც ვერ არიდებს, პასუხებსაც ვერ პოულობს და მკითხველსაც ბოლო გვერდამდე ასეთივე შეგრძნებას უტოვებს. ნაწარმოებში ავტორი აერთიანებს სხვადასხვა ენასა და კულტურას _ ტიჩინური დიალექტიდან მაროკოულ დიალექტამდე, სპორტული ჟარგონიდან იტალიური ლიტერატურის კლასიკოსებამდე. არაბული და ფრანგული ენების ჩართვა მის მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ამდიდრებს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...