„გაუგებრობა მოსკოვში“ ბევრს მოგვითხრობს ბოვუარზე, მათ შორის, მის შეხედულებებზე ურთიერთობებისა და ოჯახის შესახებ. სასოწარკვეთილ ფემინისტს, რომელმაც გამოაცხადა ოჯახური კავშირებისგან თავისუფლება, შესაძლოა, ეს კავშირები არანაკლებ სჭირდებოდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა „ჩვეულებრივ“ ქალს. ასე რომ, ნიკოლი და ანდრე, შუახნის ცოლ-ქმარი, საბჭოთა მოსკოვში ჩადიან. აქ ცხოვრობს ანდრეის მეგობარი მაშა (ამ გმირს ჰყავს პროტოტიპი – მთარგმნელი ლენა ზონინა, სარტრის მეგობარი). მაშას შეხედვით, რომელიც გაიზარდა ქვეყანაში, სადაც ქალებმა, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მიაღწიეს თანასწორობას, ნიკოლი იხსენებს საკუთარ ახალგაზრდობას. მოსკოვში ვიზიტი არის შემთხვევა, რომ ანდრესთან ცოლ-ქმრული ცხოვრების ეპიზოდები გაიარონ, ბევრი რამ გადააფასონ. მაგრამ – ვაი! – დროს უკან ვერ დააბრუნებ და ნიკოლს ესმის, რომ ასაკთან ერთად არასოდეს დაუძლევია სიცოცხლის შიში, რომლის ეშინია თითქმის სიკვდილზე მეტად და არ გამხდარა ჭეშმარიტად ბედნიერი.
კატეგორია: | თარგმანი |
---|
ავტორი | |
---|---|
გამოცემის წელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
ორიგინალი ენა | |
თარგმანი | |
ფორმატი | |
გვერდები | 120 |
ISBN | 9789941968570 |
კიდევ წიგნები..
-
სიცოცხლე და სიკვდილი
ოშოს ბევრი მიმდევარი ჰყავს, ზოგი რას ლაპარაკობს მასზე და ზოგი რას… მე კი ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ან მართლა არა ამქვეყნიური იყო, ან არადა წინასწარმეტყველი. ის, რასაც ამ წიგნში ლაპარაკობს, თავადაც გადამხდენია და მიგრძვნია: სხეულიდან გამოსვლა, ის შეგრძენები რასაც სულის სხეულიდან გამოყოფას მოსდევს და ა.შ. ის, რაზეც “სიცოცხლესა და სიკვდილში” ლაპარაკობს, გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა, სინჯარის ბავშვები, “ტრიდე” ფილმები და ა.შ. თუ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი რეალობა გახდა, სულ რაღაც ერთ საუკუნეზე მცირე დროში, მაშინ სავარაუდოდ, მასში მოყვანლი სხვა ვარაუდებიც ახდება. ხანდახან კი ვფიქრობ, და არცაა გამორიცხული, რომ რაც კი რამ ფილმი გადაუღიათ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორებს სულებზე, რეინკარნაციაზე, სამყაროზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე და ა.შ. ყველაფერ მისტიურზე, სწორედ ოშოს წიგნებიდან აქვთ აღებული სიუჟეტები. ვფიქრობ, რომ წიგნი მათთვისაა განკუთვნილი ვისაც სამყაროს რაობაზე უამრავი კითხვა აქვს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერზე პასუხს თუ ვერ მიიღებთ დაფიქრდებით მაინც და აუცილებლად იპოვით გზას…
მთარგმნელისგან
-
სიმართლე და ჩემი ექსპერიმეტების ამბავი
მაჰათმა განდი, რომელიც ცნობილია, როგორც ინდოეთის `ერის მამა’ 150 წლის წინ, 1868 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. ეს თარიღი ინდოეთში სამ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი ღონისძიებები იმართება. 2007 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კი სწორედ ამ დღეს განდის პატივსაცემად ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.
მისი ნამდვილი სახელი და გვარი მოჰანდას კარამჩანდ განდია, რომელსაც `მაჰათმა~ 1914 წელს შეარქვეს დიდი პატივისცემის ნიშნად _ `მაჰათმა~ ითარგმნება, როგორც დიადი სული.
-
ჩემი ქმარი
60-იანი წლები იტალიაში, ისე როგორც სხვა დასავლურ კულტურებში, დიდი სოციალური ცვლილებებით აღინიშნება.
დაჩა მარაინი მოთხრობათა კრებულში „ჩემი ქმარი“ საუბრობს დიდი ქალაქების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებული ტკივილით გადმოსცემს მშრომელი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისა და იმედგაცრუების ეპიზოდებს, აღწერს ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა ჩაგვრის დეტალებს, ასახავს ქალების მღელვარე სასიყვარულო ამბებსა და ნგრევის პირას მისულ ოჯახურ ურთიერთობებს. მარაინის პერსონაჟები თავიანთი ცხოვრებით ხშირად უკმაყოფილონი არიან, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედს მაინც არ ჰკარგავენ და მის მისაღწევად განუწყვეტლივ იბრძვიან.
„ჩემი ქმარი“ არაჩვეულებრივი ოსტატობითა და პოეტურობით, ცოცხალი და ხუმრობანარევი მეტყველებით ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 60-იანი წლების იტალიურ ცხოვრებას.
-
დაშორებულები
რომანში მოქმედება 1981 წლის 10 მაისს იწყება. მაშინ ალისა და სესილი 16 წლის იყვნენ. ოცდაათი წლის შემდეგ ბავშვობის განუყრელი მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ. კაფეში მჯდომი ალისას მოგონებებისა და კომაში ჩავარდნილი სესილის წარმოსახვითი წერილების ფონზე იშლება მთელი მათი ცხოვრება.
ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) დაიბადა პარიზში, ქართული წარმომავლობის ოჯახში. ლიტერატურული მოღვაწეობა ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებით დაიწყო. 2004 წ. გამოაქვეყნა პირველი რომანი ,,ყველაფერი კარგად იქნება’’. 2010 წ. გამოქვეყნებული რომანი ,,შავი ზღვა’’, რომელმაც არაერთი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა დედამისის, ხოლო 2016 წელს გამოქვეყნებული ,,სხვა იოსები’’ მამამისის ოჯახის ისტორიას გადმოგვცემს. ქეთევან დავრიშევის სამი ნაწარმოები ,,შავი ზღვა’’, ,,სარკმელი’’ და ,,სხვა იოსები’’ უკვე ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე.
-
ნარჩიტა
გთავაზობთ თურქი კლასიკოსი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანს ,,ნარჩიტა“. ნაწარმოებში ასახულია ადრე დაობლებული პატარა ფერიდეს ცხოვრება, რომელიც მშობლების გარდაცვალების მერე დეიდასთან იზრდებოდა. დეიდას ფერიდეზე ცოტა უფროსი ვაჟი, ქამურანი ყავდა. მალე დეიდაშვილებს შორის სიყვარულმა იმძლავრა. ყველაფერი ბედნიერი ქორწილით დასრულდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ფერიდე შეიტყობს, რომ მათ შორის სხვა ქალი ჩამდგარიყო. სასოწარკვეთილი ქალი სახლიდან გარბის და არ იცის, რა ელოდება წინ, რა ინტრიგებს უმზადებს ცხოვრება და მოუწევს თუ არა კიდევ ქამურანთან შეხვედრა.
-
ლამაზი ანტონიო
თხრობის განსაკუთრებული მონაცემები გამოიყენა ვიტალიანო ბრანკატიმ რომანის _ „ლამაზი ანტონიოს“ დასაწერად და მკითხველთა დიდი ნაწილიც მიიზიდა. ნაწარმოები ლაკონური ენით არის დაწერილი და ერთმანეთში გადაჯაჭვული ადამიანთა ტიპებისა და ხასიათების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, აღსანიშნავია მაურო ბოლონინის მიერ 1960 წელს გადაღებული ფილმი ამავე სახელწოდებით, რომელშიც ანტონიო მანიანოსა და ბარბარა პულიზის როლებს მარჩელო მასტროიანი და კლაუდია კარდინალე ასრულებენ. აღსანიშნავია ასევე, თუ როგორ შეუძლია მწერალს თავისი არაჩვეულებრივი კომუნიკაბელობითა და გამომსახველობით საშუალებებით მკითხველში წარმოსახვის უნარი გააძლიეროს.
-
მისის დელოუეი
ვირჯინია ვულფის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ინგლისურ და მსოფლიო ლიტერატურაზე. თვით მისი სტილი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში. „მისის დელოუეი” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია ვირჯინიას შემოქმედებაში. რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა და უმალ მოიპოვა აღიარება. “თაიმზმა” (TIMES) ეს მოდერნისტული შედევრი ას საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს შორის დაასახელა. რომანი ერთ ლონდონურ დღეს მოგვითხობს, მაგრამ ამ ერთ დღეში მკითხველი სრული სიმძაფრითა და სისავსით შეიგრძნობს პერსონაჟების მთელ ცხოვრებას. რომანის მთავარი გმირია ლონდონელი მაღალი წრის ქალი, მისის დელოუეია. ასევე მრავალი პერსონაჟი იჩენს თავს ცნობიერების ამ უწყვეტ ნაკადში.
-
მეფისტო
თარგმანი დაფინანსებულია გოეთეს ინსტიტუტის მიერ.
„რა უნდათ ადამიანებს ჩემგან?! რატომ დამდევენ?! ასე მკაცრები რად არიან? მე ხომ ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ!“ – ამ სიტყვებით მთავრდება კლაუს მანის ცნობილი რომანი „მეფისტო“. სიტყვებს რომანის მთავარი გმირი ჰენდრიკ ჰეფგენი წარმოთქვამს სასოწარკვეთილების წუთებში. მას მართლაც ვერაფერს უსაყვედურებ. გამორჩეული ნიჭის მქონე მსახიობია, რომელიც თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს – ბერლინის სახელმწიფო თეატრის ინტენდანტი და მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ხდება. ამ ყველაფრის მისაღწევად ჰენდრიკ ჰეფგენს არ უწევს იმ უამრავ დანაშაულში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სჩადის. პირიქით, საუკეთესო მეგობარს საკონცენტრაციო ბანაკიდანაც კი იხსნის და საკუთარი შემოსავლიდან ფარულად ოპოზიციურ ძალებსაც აფინანსებს. მაშ რატომ სტოვებს სახელგანთქმულ მსახიობს ნელ-ნელა ყველა მისთვის ღირებული ადამიანი? კეთილი საქმეები, რომლებსაც სჩადის, სიკეთის გულწრფელი სამსახურია და თუ რამე გათვლა? ვინ არის სინამდვილეში ჰენდრიკ ჰეფგენი იგივე მეფისტო? ხელისუფლების მაამებელი ტაკიმასხარა თუ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფარულად მოქმედი გმირი?