გაუჩინარება
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
კურიერის თანხას იხდით ადგილზე!
თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი
ავტორი | |
---|---|
გამოცემის წელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
ორიგინალი ენა | |
თარგმანი | |
პირველი გამოცემა | |
ფორმატი | |
გვერდები | 388 |
ISBN | 978-9941-497-68-1 |
14,98 ₾
ანდრეა ფაციოლი დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში (1978 წ.). დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტის იტალიური და ფრანგული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობს მილანის Flannery O’Connor-ის ლიცეუმში მხატვრული წერის მასწავლებლად და აქტიურად თანამშომლობს იტალიურენოვანი შვეიცარიის პრესასა და რადიო-ტელევიზიასთან. არის დამფუძნებელი Scuola Yanez-ის ლაბორატორიისა, რომელიც მართავს წერის სემინარებს იტალიასა და შვეიცარიაში. ფაციოლის შემოქმედება ბევრ ენაზეა თარგმნილი და მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდოც: ,,მარცხის ხელოვნება“ (2016 წ.) – პრემია La Fenice Europa, პრემია Anfiteatro d’Argento, ,,როგორ გავძარცვოთ შვეიცარიული ბანკი“ (2010 წ.), ,,უსახლკარო კაცი“ (2008 წ.) – პრემია Stresa, პრემია Selezione Comisso. იტალიის პრეზიდენტმა მას ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშორმლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის იტალიის ვარსკვლავის კავალრის ორდენი გადასცა. ,,გაუჩინარება“ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია. მასში ავტორი ოსტატურად აღწერს სოციალური სინამდვილის ამსახველ მოვლენებსა და შვეიცარიის საკანონმდებლო სისტემისადმი ადამიანების პატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი აქვს დანაშაულს. კერძო დეტექტივი ელია კონტინი ბრუნდება. ამჟამად ის იძიებს ჩვიდმეტი წლის, მეტყველებადაკარგული გოგონას ნატალია როკის გაუჩინარების საქმეს და მომხდარი მკვლელობის ფონზე სააშკარაოზე გამოაქვს ღამის კლუბის არასწორი მუშაობა. დეტექტივთან ერთად ჩართული არიან ექიმები, პოლიციელები, ადვოკატები, ექსპერტები და ა.შ. რომანს ,,გაუჩინარება“ (2010 წ.) მოპოვებული აქვს პრემია La Fenice Europa.