გუვერნანტი ქალი
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
კურიერის თანხას იხდით ადგილზე!
თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი
| გამომცემლობა | |
|---|---|
| გამოცემის წელი | |
| ავტორი | |
| თარგმანი | |
| რედაქტორი | |
| ენა | |
| გარეკანი | |
| ფორმატი | |
| გვერდები | 102 |
| ISBN | 978-9941-497-85-8 |
7,98 ₾
ვიტალიანო ბრანკატი (1907-1954) – იტალიელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, დაიბადა 1907 წლის 24 ივლისს, სირაკუზის პროვინციის (სიცილია) ქალაქ პაკინოში. 13 წლის ასაკში მწერალი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ კატანიაში გადავიდა. 1922 წელს შევიდა ფაშისტურ-ნაციონალურ პარტიაში. მისი შემოქმედება თავიდან ფაშისტური იდეოლოგიით იყო შთაგონებული, მაგრამ მოგვიანებით ფაშიზმის კრიტიკას მოჰყვა, რაც საგრძნობლად აისახა მწერლის ლიტერატურულ სტილზეც. 1929 წელს დაამთავრა ლიტერატურული ფაკულტეტი. ვიტალიანო ბრანკატიმ იმუშავა კინემატოგრაფიაშიც. მას ეკუთვნის სცენარები ფილმებისთვის: „რთული წლები“ (1947) „ჩექმებიანი მოხუცის“ მიხედვით, „სამი აკრძალული ამბავი“ (1951), „სხვა დროები“ (1952), „მცველები და ქურდები“ (1951), „სად არის თავისუფლება“, „მოგზაურობა იტალიაში“ (1954) და სხვა მრავალი. მწერალი გამოირჩევა თავისი კრიტიკული შეხედულებებით, სოციალური სატირითა და დახვეწილი იუმორით. მისი შემოქმედება ფოკუსირებულია სიცილიელი საზოგადოების, პატრიარქალური კულტურისა და ფაშისტური რეჟიმის კრიტიკაზე. ბრანკატი 1954 წელს პარიზში გარდაიცვალა. პიესა „გუვერნანტი ქალი“ მოგვითხრობს მე-20 საუკუნის სიცილიაში, არისტოკრატიულ ოჯახში მომუშავე გუვერნანტი ქალის ისტორიას. იგი განსხვავდება ოჯახში მცხოვრები კონსერვატიული ადამიანებისგან, ამიტომ თავისი დამოუკიდებელი აზროვნებითა და ცხოვრებისადმი მიდგომით კონფლიქტში მოდის მათთან. ქალი მალევე ხვდება, რომ საზოგადოების ფარისევლობა და მორალური შეზღუდვები მას ვერ მისცემს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას. პიესა სავსეა სოციალური კრიტიკით და იმდროინდელი იტალიელი საზოგადოების გაუცხოების, ტრადიციების შეზღუდვისა და ქალის როლის თემის მწვავე განხილვით. „გუვერნანტი ქალი“ პირველად 1965 წელს დადგა ჯუზეპე პატრონი გრიფიმ თეატრის სცენაზე. 1974 წელს რეჟისორმა ჯანი გრიმალდიმ გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, ხოლო 1978 წელს ჯორჯო ალბერტაციმ – სატელევიზიო სპექტაკლი, მთავარ როლში მწერლის ცოლის, ანა პროკლემერის მონაწილეობით. კრიტიკოსები პიესას გამოარჩევენ მისი ღრმა ფსიქოლოგიური ხასიათისა და სოციალური პრობლემატიკის გამო. ვიტალიანო ბრანკატის ეს ნაწარმოები, განსაკუთრებით ფასობს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელიც ეხება ქალის ემანსიპაციას და პატრიარქალური საზოგადოების კრიტიკას იტალიურ ლიტერატურაში.





