დატკბი ასაკის მატების პროცესით იყავი კარგ ფორმაში
Loading...

დატკბი ასაკის მატების პროცესით იყავი კარგ ფორმაში

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

ავტორი

გამომცემლობა

გამოცემის წელი

ენა

ორიგინალი ენა

თარგმანი

ფორმატი

გვერდები

230

ISBN

978-9941-497-20-9

14,98 

მარია გ. ბაიერ-დორაციო გერმანელი ავტორია, რომელმაც დაწერა მრავალი სახელმძღვანელო, ორი რომანი და ასევე ოთხი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი პიროვნების განვითარების, კრეატიულობისა და “სიბერის” შესახებ ახალი ხედვის თაობაზე. თავისი წიგნებით სურს გაამხნევოს ადამიანები, არ დაექვემდებარონ მასებში გავრცელებულ აზრებსა და რწმენებს, არამედ გაბედულად და ავთენტურად მოაწყონ თავიანთი ცხოვრება. ამისათვის რომ საჭიროა რაღაც გაბედო, ავტორი თავისი ცხოვრებით გვიჩვენებს. ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ მაღალანაზღაურებადი, გარანტირებული კარიერა მოეწყო, თავისი სანუკვარი სურვილით იხელმძღვანელა, რომელმაც შორეულ და უცნობ ადგილებში წაიყვანა: მრავალი წელი იმუშავა აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. დღეს ექსპერტად და მრჩევლად მუშაობს მთელ მსოფლიოში. საქართველო 2009 წელს გაიცნო თავისი სამსახურის წყალობით. მას შემდეგ ამ ქვეყნის სიყვარულმა რამდენჯერმე ჩამოიყვანა საქართველოში, ხოლო 2021 წლიდან თბილისში ცხოვრობს. წინამდებარე წიგნის მიზანია, ხელი შეგიწყოთ “სიბერის” შესახებ ღრმად გამჯდარი ნეგატიური ხედვების შემოტრიალებაში. ავტორი ახალგაზრდობაშივე იყო დაკავებული ინფორმაციის მოძიებით იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ მამაც და დამოუკიდებელ ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი მხცოვან ასაკამდე. 2019 წლის დეკემბერში ავტორმა ამ თემაზე ისაუბრა თბილისში TEDx-ისთვის. დასძლიო ყოველდღიური ცხოვრების რუტინა, ცხოვრებისგან შთაგონება მიიღო, კრეატიულად მოაწყო და ყველაფერს სხვანაირად შეხედო – ეს არის საიდუმლო რჩევა შინაგანი ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...