ეკონომიკის პრიციპები

სახელმძღვანელო ეკონომიკურ თეორიაში ორ ნაწილად: მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა – უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და გამოცდილი სპეციალისტებისათვის. სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკური თეორიის შესასწავლად, თუმცა, ავტორების აზრით, ეკონომიკის ძირეულად დაუფლების მოსურნე ადამიანებისათვის ძირითად გზამკვლევად კვლავინდებურად ეკონომიკური მეცნიერების გამოჩენილი წარმომადგენლების (კლასიკოსების) იდეური მემკვიდრეობა, ასევე პოლ სამუელსონის „ეკონომიკის“ ორტომეული, გრეგორი მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები“ და ზოგიერთი სხვა სახელმძღვანელო რჩება. წინამდებარე წიგნი კი სწორედ მათზე დაყრდნობით და საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გამოყენებული პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად არის დაწერილი. მისი შინაარსის გადმოცემისას ავტორები ხშირად მიმართავენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრობლემებს (ზოგჯერ მათი მოგვარების წინადადებებსაც სთავაზობენ), განიხილავენ საკამათო საკითხებს და იწვევენ მკითხველებს ამაში მონაწილეობის მისაღებად, ფართოდ იყენებენ სასწავლო დავალებებს და სავარჯიშო ტესტებს (ზოგიერთ თემას დართული აქვს დამატებითი კითხვის მასალა). ისინი იმედოვნებენ, რომ სახელმძღვანელოს ასეთი ხასიათი დაეხმარება ამ დისციპლინის დაუფლების მოსურნე სტუდენტ ახალგაზრდობას, ასევე იმათ, ვინც ამ „ამაღელვებელი სამყაროს“ (პ. სამუელსონი) შესახებ ცოდნის გაღრმავებას ესწრაფვის.