ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა 2023
Loading...

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა 2023

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

კურიერის თანხას იხდით ადგილზე!

თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი

ავტორი

,

გამომცემლობა

გამოცემის წელი

ფორმატი

გვერდები

254

ISBN

478-9941-497-33-9

4,85 

ყველა მასწავლებელს აწუხებს კითხვა როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში?

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საშუალო საფეხურის  პედაგოგის პრობლემა არაა და ამ საკითხებზე დაწყებითი საფეხურიდანვე აქტიურად უნდა  ვფიქრობდეთ, რადგან წაკითხულის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი თუ ახალგაზრდას სათანადო დონეზე გააზრებული არ აქვს, ის ვერანაირად  გაართმევს თავს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ ცხოვრებას და ვერ იქნება წარმატებული სტუდენტი.

ყველამ  მშვენივრად ვიცით, ძალიან სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ სკოლამ თავისი ძირითადი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს. მაგრამ ამ წიგნის დანიშნულება ამჯერად სხვა რამეა – დაეხმაროს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

ჩვენ მიერ შექმნილ წიგნში გათვალისწინებულია  ის ცვლილებები, რომლებიც შევიდა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტების ფორმატში. კერძოდ, მასში შეტანილია შემდეგი ტიპის დავალებები:

  • ტექსტის რედაქტირება
  • წაკითხულის გააზრება
  • წერითი დავალება

წიგნი  ხუთი ნაწილისგან შედგება. პირველ-მეორე ნაწილში თავმოყრილია ტექსტის გააზრებისათვის საჭირო პრაქტიკული დავალებები არასაპროგრამო და საპროგრამო ტექსტებიდან, მესამე ნაწილში მოცემულია ტექსტები რედაქტირებისათვის. მეოთხე ნაწილში გაეცნობით  ტექსტის გააზრებისათვის საჭირო ცნობებს, რეკომენდაციებს, კომენტარებს,  შეფასების სქემებს, ხოლო  მეხუთე ნაწილში – პასუხებს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...