ვლადივოსტოკის ცირკი
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
კურიერის თანხას იხდით ადგილზე!
თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი
ავტორი | |
---|---|
თარგმანი | |
გამოცემის წელი | |
გამომცემლობა | |
ფორმატი | |
გვერდები | 144 |
ISBN | 9789941497094 |
12,98 ₾
ელიზა შუა დიუსაპენი დაიბადა 1992 წელს, ფრანგი მამისა და კორეელი დედის ოჯახში. ბავშვობა პარიზსა და ციურიხში გაატარა, 1999 წლიდან კი მისი ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. დაამთავრა ლოზანის უნივერსიტეტი. 2016 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი ’ზამთარი სოჰოში”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი პრემია მოიპოვა. რომანის ქართული თარგმანი 2021 წელს გამოქვეყნდა. ასეთივე წარმატება ხვდა 2018 წელს გამოქვეყნებულ მის მეორე რომანს `პაჩინკოს ბურთულები~, 2020 წელს კი ახალგაზრდა მწერალმა თავისი მესამე რომანი, ”ვლადივოსტოკის ცირკი” გამოაქვეყნა.
რომანის მთავარი გმირი, დიპლომირებული კოსტიუმერი ნატალი, აკრობატული ტრიოს რეჟისორმა ვლადივოსტოკის ცირკში სამუშაოდ მიიწვია. მისი ჩასვლა მკვდარ სეზონს დაემთხვა. ცირკში სულ ხუთი კაცი ცხოვრობს და ულან-უდეს საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება. ხუთივე მათგანი სხვადასხვა ქვეყნიდანაა. რთული აკრობატული ნომრის შესასრულებლად მთავარია პარტნიორის ნდობა…