Loading...

მეფისტო

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

კურიერის თანხას იხდით ადგილზე!

თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი

ავტორი

გამომცემლობა

გამოცემის წელი

ენა

ორიგინალი ენა

თარგმანი

ფორმატი

გვერდები

404

ISBN

978-9941-497-22-3

19,98 

თარგმანი დაფინანსებულია გოეთეს ინსტიტუტის მიერ.

„რა უნდათ ადამიანებს ჩემგან?! რატომ დამდევენ?! ასე მკაცრები რად არიან? მე ხომ ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ!“ – ამ სიტყვებით მთავრდება კლაუს მანის ცნობილი რომანი „მეფისტო“. სიტყვებს რომანის მთავარი გმირი ჰენდრიკ ჰეფგენი წარმოთქვამს სასოწარკვეთილების წუთებში. მას მართლაც ვერაფერს უსაყვედურებ. გამორჩეული ნიჭის მქონე მსახიობია, რომელიც თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს – ბერლინის სახელმწიფო თეატრის ინტენდანტი და მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ხდება. ამ ყველაფრის მისაღწევად ჰენდრიკ ჰეფგენს არ უწევს იმ უამრავ დანაშაულში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სჩადის. პირიქით, საუკეთესო მეგობარს საკონცენტრაციო ბანაკიდანაც კი იხსნის და საკუთარი შემოსავლიდან ფარულად ოპოზიციურ ძალებსაც აფინანსებს. მაშ რატომ სტოვებს სახელგანთქმულ მსახიობს ნელ-ნელა ყველა მისთვის ღირებული ადამიანი? კეთილი საქმეები, რომლებსაც სჩადის, სიკეთის გულწრფელი სამსახურია და თუ რამე გათვლა? ვინ არის სინამდვილეში ჰენდრიკ ჰეფგენი იგივე მეფისტო? ხელისუფლების მაამებელი ტაკიმასხარა თუ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფარულად მოქმედი გმირი?

ამ რომანს ავტორმა, კლაუს მანმა, თავის დღიურში „ცივი და ბოროტი“ წიგნი უწოდა. და მართლაც, მასში შემზარავი გულწრფელობით არის წარმოჩენილი ადამიანის სულის ყველაზე ღრმა შრეები, მისი ურთიერთობა საკუთარ სინდისთან და გარშემომყოფებთან.

რომანი „მეფისტო“ 1936 წელს დაიწერა და იმავე წელს ამსტერდამის ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა. 1956 წელს იგი პირველად გამოიცა გერმანიაში, თუმცა 1971 წელს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ რომანი აკრძალა. მიზეზად თეატრის ინტენდანტისა და მსახიობის, გუსტავ გრიუნდგენსის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაასახელა. წიგნმა ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ ხელახლა იხილა დღის სინათლე.

კლაუს მანი ამტკიცებდა, „მეფისტოს“ ყველა პერსონაჟი გამოგონილიაო, თუმცა ცნობილი მსახიობის, გუსტავ გრიუნდგენსის გარდა,  რომელიც რომანში ჰენდრიკ ჰეფგენის ფსევდონიმით ჩნდება,  აქ იმ დროის ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდებით. ესენია ჰერმან გერინგი, კარლ შტერნჰაიმი, გოთფრიდ ბენი, მარლენე დიტრიხი, პამელა ვედეკინდი, თომას და ერიკა მანები.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...