მთარგმნელის საცოლე
Loading...

მთარგმნელის საცოლე

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

ავტორი

თარგმანი

გამომცემლობა

გამოცემის წელი

ფორმატი

გარეკანი

გვერდები

140

ISBN

978-9941-9724-0-9

8,50 

ჟოაუ ღეიში ახალგაზრდა პორტუგალიელი მწერალია, რომელიც 1985 წელს დაიბადა ჩრდილოეთ პორტუგალიაში. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია და მის შემოქმედებას კნუტ ჰამსუნისა და ფრანც კაფკას შემოქმედებას ადარებენ. პორტოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ საგამომცემლო საქმიანობით დაინტერესდა და ძმასთან ერთად დააარსა გამომცემლობა „ეუკლეია“, რომელიც მალევე დაიხურა (2010-2013). სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ნორვეგიაში, შვედეთსა და ინგლისში. 2010 წლიდან მთარგმნელობითი საქმიანობით არის დაკავებული და რამდენიმე ენიდან თარგმნის, მათ შორისაა: შვედური, დანიური, ნორვეგიული და ისლანდიური.

„მთარგმნელის საცოლე“ 2015 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 2019 წელს თავად ავტორმა თარგმნა ინგლისურ ენაზე, თან _ რამდენადმე სახეცვლილი. წიგნი მოგვითხრობს მთარგმნელის ერთ სევდიან დღეზე, რომელიც საცოლემ მიატოვა და გემით შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა. თუ იგი წიგნის თარგმნის უფლებას მოიპოვებს და პატარა ყვითელ სახლს შეიძენს, იქნებ საცოლე უკან დაიბრუნოს… ეს აკვიატებული აზრი უტრიალებს მთარგმნელს გონებაში, როდესაც უსახელო ქალაქში დახეტიალობს და ცდილობს იპოვოს გზა საცოლისა და ცხოვრების უკან დასაბრუნებლად. გამომცემლები კუთვნილ ჯამაგირს დროულად არ უხდიან, როდესაც მისი დღეები დონა ლუკრეციას სახლის ნაქირავებ ცივ ოთახში ლიტერატურისა და საქმიანი ქაღალდების თარგმანში მიედინება, ცუდად იკვებება და სანთლის შუქზე მუშაობს. ფსიქოზური იდეებით შეპყრობილი მთარგმნელისთვის ყველაფერი აუტანელი ხდება, რადგან ელენა მის გვერდით აღარ არის. „მთარგმნელის საცოლე“ _ ეს არის ერთი დღე ერთი მთარგმნელისა, რომლის ტკივილს უთუოდ გაიზიარებთ განურჩევლად იმისა, მთარგმნელი ხართ თუ არა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...