მთვარეული მიწა
Loading...

მთვარეული მიწა

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

ავტორი

გამოცემის წელი

გამომცემლობა

ენა

ორიგინალი ენა

თარგმანი

ფორმატი

გარეკანი

გვერდები

264

ISBN

9789941497605

13,98 

მია კოუტო დაიბადა ბეირაში, მოზამბიკში, 1955 წელს. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1975 წლიდან, იყო მოზამბიკის საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი და ჟურნალების „დროსა“

(Tempo) და „მაპუტუს მაცნეს“ (Notícias de Maputo) რედაქტორი.

მისი ლიტერატურული კარიერა დაიწყო 1983 წელს, როდესაც გამოაქვეყნა პირველი პოეზიის კრებული. იგი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოზამბიკელ ავტორად და მისი შემოქმედება თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. თავის ტექსტებში მია კოუტუ ხელახლა ქმნის პორტუგალიურ ენას, რომელსაც ამდიდრებს მოზამბიკური რეგიონული ლექსიკითა და სტრუქტურებით, რის საფუძველზეც ქმნის ახალ მოდელს აფრიკული ნარატივისთვის.

მია კოუტუს პირველი რომანი, „მთვარეული მიწა“ (1992 წ.), აღიარებულია მისი შემოქმედების Magnum opus-დ და შესულია მე-20 საუკუნის აფრიკული ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან 12 წიგნში. არის მრავალი ლიტერატურული პრემიის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია „კამოეშის ლიტერატურული პრემია“ (2013 წ.) და „ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია“ (2014 წ.).

მია კოუტუ ცხოვრობს მოზამბიკში და მუშაობს, როგორც ბიოლოგი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...