24 საათის განმავლობაში ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა სუნთქვაშეკრულია. ველოკურიერი, ფინი, მანუს შეყვარებულია და მისთვის დრო ჩერდება, ისევე, როგორც მანუს დისთვის, ასტრიდისთვის, რომელიც საარჩევნო კამპანიითაა დაკავებული; პოლიციელი ფელიქსი მანუს სახურავიდან ჩამოყვანას ცდილობს; ახალგაზრდა მკერავი ქალი, მარენი, თავის ბინაში ვერ შედის; ტერეზისა და ვერნერის მაღაზიაში კლიენტების მოზღვავებაა… რომანში მოთხრობილია ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც მანუსთან სხვადასხვაგვარად არიან დაკავშირებულნი, და ამ ინციდენტის შემდეგ მათ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები ხდება.
ნახტომი
12.00 ₾
სიმონე ლაპერტი დაიბადა 1985 წელს აარაუში, შვეიცარიაში. სწავლობდა ბილის შვეიცარიული ლიტერატურის ინსტიტუტში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ციურიხში. მისი რომანი „ნახტომი“ 2019 წელს დაიბეჭდა და წარდგენილი იყო შვეიცარიული წიგნის პრემიაზე.
სიმონე ლაპერტი რომანში „ნახტომი“ ემოციურად და იუმორით გვიყვება გერმანიის პატარა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ხან მხიარულ და ხან სევდიან ისტორიებს, მათი შინაგანი სამყაროსა და გრძნობების შესახებ.
ქალაქში სამშაბათის დილაა. მებაღის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, მანუ, სახლის სახურავზე დგას და ქვემოთ იყურება, ყვირის, სამუშაო იარაღებსა და კრამიტებს ისვრის ქუჩაში. მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო, პრესა. მოედანზე შეკრებილი უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მოვლენების განვითარებას ადევნებს თვალს. ნეტავ რაშია საქმე? გადმოხტება ქალი?
ავტორი | |
---|---|
თარგმანი | |
გამომცემლობა | |
გამოცემის წელი | |
ფორმატი | |
გარეკანი | რბილი |
გვერდები | 289 |
ISBN | 978-9941-9722-4-9 |