ომის წიგნი / ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
ავტორი | |
---|---|
გამოცემის წელი | |
გამომცემლობა | |
რედაქტორი | |
თარგმანი | |
კომპ-უზრუნველყოფა | |
ფორმატი | |
გარეკანი | |
გვერდები | 266 |
ISBN | 9789941497254 |
24,98 ₾
პროექტი დაფინანსებულია:
- შემოქმედებითი საქართველო
- საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კიევში მცხოვრები ქართველი მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინის სახალხო პოეტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი რაულ ჩილაჩავა თავისი პატარა ძაღლის ჩაპას სახელით ემოციურად გვიყვება რუსეთ-უკრაინის ომზე, საკუთარ განცდებზე, ამხელს კრემლის დანაშაულებრივ პოლიტიკას, აკეთებს საკუთარ დასკვნებს და პროგნოზებს. ჩაპამ თავის პატრონთან ერთად გამოიარა დევნილის რთული გზა კიევიდან ლვოვამდე, ლვოვიდან ვარშავამდე, იქიდან კი საქართველომდე. თვითმხილველის მიერ დაწერილ ამ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება პუბლიცისტიკა, პოეზია, ინტერვიუ, ქრონიკა, დოკუმენტური ფოტომასალა, რომელთა ერთობლიობა ემსახურება მიმდინარე ომის მიზეზებისა და შედეგების პირუთვნელად წარმოჩენას. ავტორისა და გამომცემლობის ჩანაფიქრით წიგნი განკუთვნილია ფართო, მრავალენოვანი აუდიტორიისთვის, რომელიც მიიღებს თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ზუსტ და შემოწმებულ ინფორმაციას თანამედროვეობის დიდ ტრაგედიაზე.
რაულ ჩილაჩავას „ომის წიგნი. ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს“ დაწერილია კიეველი ფინია ძაღლის სახელით, რომელმაც დევ-ნილის რთული გზა გამოიარა და თავის პატრონთან ერთად საქართველოში ჩამოაღწია. იგი ემოციუ-რად აღწერს თავის სახიფათო მოგზაურობას, ჰყვე-ბა საკუთარ განცდებზე, ომის გამომწვევ მიზეზებ-სა და შედეგებზე, ამხელს კრემლის დანაშაულებ-რივ პოლიტიკას, აკეთებს საკუთარ დასკვნებს და პროგნოზებს. ჩაპას პირველ წერილს თან ახლავს
თარგმანები უკრაინულ, რუსულ, პოლონურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერ-მანულ, ესპანურ, შვედურ, ლატვიურ, თურქულ, ივრითულ, აფხაზურ, მეგ რულ, ბენგალურ ენებზე. დანარჩენი წერილები ქართულ-ინგლისუ-რია. წიგნს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტური ფოტოილუსტრაციე-ბი. ავტორისა და გამომცემლობის ჩანაფიქრით წიგნი განკუთვნილია ფართო, მრავალენოვანი აუდიტორიისთვის, რომელიც მიიღებს თვით-მხილველის ზუსტ და შემოწმებულ ინფორმაციას თანამედროვეობის დიდ ტრაგედიაზე. გამოცემა ხელს შეუწყობს რუსეთის დამპყრობლური პო-ლიტიკის შესახებ სიმართლის გავრცელებას, ანტისაომარი, სამშვიდობო განწყობილებების გაღვივებას, საქართველო-უკრაინის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება-განვითარებას.