თხრობის ირონიულ სტილს მიზანში ინდივიდთან ერთად, საზოგადოებაც აქვს ამოღებული.
მარგინალების სულის შრეებად დაშლისას სააშკარაოზე გამოდის მათი მშობელი გარემო, კულტურა, საზოგადოება.
შიშის მოლოდინში არაჩვეულებრივი 8 მოთხრობისგან შედგება, რომლებიც საკმარისად გვაცნობენ ოღუზ ათაის სამყაროს.
მისი გმირების საერთო ბედი მარტოობა და წარუმატებლობაა. ინტელექტუალებიც და უმეცრებიც „ძირითადად გაუგებარი პროტესტის მდგომარეობაში“ არიან; იმ პირობებს აპროტესტებენ, რომლებიც გარემომ დააკისრა, თუმცა არ იციან, რა მოიმოქმედონ. მოკლებულნი არიან სათანადო ცოდნასა და აღქმის უნარს, მეტიც, – საზოგადოებრივ გარემოს.
„მე აქა ვარ, საყვარელო მკითხველო; ნეტავ შენ სადა ხარ?“ – ამ სიტყვებით მთავრდება წინამდებარე კრებული.
იმედია, ამ კითხვაზე პასუხის გამცემი ქართველი მკითხველი ცოტა არ იქნება.
მთარგმნელისგან