პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
ავტორი | |
---|---|
გამოცემის წელი | |
გამომცემლობა | |
ფორმატი | |
გარეკანი | |
გვერდები | 299 |
ISBN | 978-9941-497-23-0 |
14,98 ₾
ვისთვისაც საინტერესოა ქართული მწერლობის ბედი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ტოტალიტარიზმის ესთეტიკური საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესი, რთული მოვლენები ამ ეპოქის ლიტერატურასა და ხელოვნებაში, გამომცემლობა „საგა“ გთავაზობთ საბა მეტრეველის მონოგრაფიას „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“, ბატონ სოსო სიგუას რედაქტორობით. ნაშრომში შესწავლილია ქართულ მწერლობაში მიმდინარე პროცესები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ; გაანალიზებულია პროლეტარული მწერლობისა და სტალინიზმის ესთეტიკური კოდექსის – სოციალისტური რეალიზმის – კანონი, თეორია და პრაქტიკა; გამოვლენილია ლიტერატურის პარტიულობის საშიში ტენდენციები, დომინანტური იდეოლოგიის პოეტურ ფორმად გადაქცევისა და მისი ესთეტიზაციის მეთოდები. ნაშრომი განკუთვნილია XX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და, ზოგადად, საბჭოთა ტოტალიტარიზმის სპეციფიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.