რატომ მეშინია კიბოსი
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
კურიერის თანხას იხდით ადგილზე!
თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი
ავტორი | |
---|---|
ილუსტრაციები | |
თარგმანი | |
გამომცემლობა | |
ფორმატი | |
გვერდები | 16 |
ISBN | 978-9941-9722-8-7 |
ეს არის წიგნი სიმამაცეზე. შეუპოვრობაზე, რომელსაც ავლენენ ბავშვები, როდესაც იგებენ, რომ კიბო შეჰყრიათ. ეს არის წიგნი შთაგონებაზე, ბავშვების მზადყოფნაზე, არ დანებდნენ და შეებრძოლონ ვერაგ დაავადებას. მათ რწმენაზე, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებენ. ეს წიგნი დაიბადა კიბოიანი ბავშვების მოგონებებიდან. ის გამსჭვალულია ტკივილით, რომელიც აჩრდილივით თან სდევს სნეულებას. ის შთაგონებულია იმედით, რომელიც დატანჯული პატარების თვალებს აცისკროვნებს, და რწმენით, რომ ეს იმედი არასდროს არ უნდა დაკარგონ იმისათვის, რათა კიბო დაამარცხონ. ამ წიგნში ვერ აღმოაჩენთ მოწოდებას თანაგრძნობისკენ, მასში ვერც დაპირებებს ამოიკითხავთ. მასში უბრალოდ პატარა ბავშვის განცდებია გადმოცემული… მარტივად, პათოსის გარეშე და მსუბუქი იუმორით, რომელიც მზის სხივივით არღვევს ღრუბლებს.