საგამოცდო ტესტები ინგლისურ ენაში
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
ავტორი | |
---|---|
გამოცემის წელი | |
გამომცემლობა | |
ფორმატი | |
გარეკანი | |
გვერდები | 224 |
ISBN | 978-9941-497-46-9 |
24,98 ₾
წიგნი განკუთვნილია მოსწავლე-აბიტურიენტების, მასწავლებლებისა და ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის. სახელმძღვანელოში შეხვდებით ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ მრავალფეროვან მასალას: საგამოცდო ფორმატის 18 ტესტსა და დამატებით სავარჯიშოებს. წიგნში წარმოდგენილია: 18 ტესტი ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტებში მოცემულ დავალებათა მსგავსი ტიპის სავარჯიშოები:
- დიალოგები
- არტიკლები
- წინდებულები
- ფრაზული ზმნები
- მიმართებითი ნაცვალსახელები
- გამოტოვებული ადგილების შევსება მოცემული სიტყვებით
- გამოტოვებული ადგილების შევსება ერთი მართებული სიტყვით (არტიკლი, წინდებული, კავშირი და მიმართებითი ნაცვალსახელი)
- პასუხები
წიგნის მიზანია აბიტურიენტებს დაეხმაროს წარმატებით მოემზადონ ინგლისურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად. სახელმძღვანელო შედგენილია საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მასწავლებლების მიერ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში.
აუდიო ვერსია