საწუთროს მარგალიტები
Loading...

საწუთროს მარგალიტები

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

კურიერის თანხას იხდით ადგილზე!

თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი

ავტორი

გამოცემის წელი

გამომცემლობა

ფორმატი

გარეკანი

გვერდები

148

ISBN

978-9941-497-21-6

12,98 

არ არის მარაგში

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზედობის სამინისტროს ხელშეწყობით.

ეკატერინე ფავლენიშვილი დაიბადა 1971 წელს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა დედოფლის­წყაროს მე-2 საშუალო სკოლა ოქროს მედლით.

1992-96 წლებში სწავლობდა ასოციაცია „ფალავანის“ დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1996-2001 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს რელიგიის ისტორიასა და კატეხიზმოში.

2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „კათოლიკობა საქართველოში (XIX საუკუნე)“ და მოიპოვა ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო პუბლიკაცია.

2021 წლის დეკემბერში ორი ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა. რეზო ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში მეორე პრემია აიღო (მოთხრობა – „ბროლის ქალწული“), ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წლის საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაციაში ფინალისტთა სამეულში მოხვდა. 2022 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულია.

 

შესაძლოა დაგაინტერესოთ...