სიმართლე და ჩემი ექსპერიმეტების ამბავი

9.50 

მაჰათმა განდი, რომელიც ცნობილია, როგორც ინდოეთის `ერის მამა’ 150 წლის წინ, 1868 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. ეს თარიღი ინდოეთში სამ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი ღონისძიებები იმართება. 2007 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კი სწორედ ამ დღეს განდის პატივსაცემად ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.

მისი ნამდვილი სახელი და გვარი მოჰანდას კარამჩანდ განდია, რომელსაც `მაჰათმა~ 1914 წელს შეარქვეს დიდი პატივისცემის ნიშნად _ `მაჰათმა~ ითარგმნება, როგორც დიადი სული.

ის იყო მწერალი, საზოგადოებრივი აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომელმაც არაძალადობრივი მეთოდებით გაილაშქრა ინდოეთში დიდი ბრიტანეთის კოლონიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მან უზარმაზარი როლი შეასრულა იმაში, რომ ინდოეთი გათავისუფლებულიყო ძალადობრივი მმართველობისგან და დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. სწორედ ამ მოვლენიდან ცოტა ხანში, 1948 წლის 30 იანვარს განდი მოკლეს.

გადმოცემულია ნანდინი ნაიარის მიერ

 

წიგნის კოდი: 2074
კატეგორია:
ავტორი

თარგმანი

ილუსტრაციები

ფორმატი

გარეკანი

რბილი

გვერდებ

50 გვ

ISBN

978- 9941-9722-7-0