Loading...

ტესტები ქიმიაში

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

კურიერის თანხას იხდით ადგილზე!

თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი

ავტორი

ენა

გამოცემის წელი

გამომცემლობა

ფორმატი

გვერდები

168

ISBN

978-9941-497-79-7

15,95 

  • მოსწავლეთათვის
  • აბიტურიენტთათვის
  • მასწავლებელთათვის

თქვენ  წინაშეა დამხმარე სახელმძღვანელო _ ტესტური ამოცანების კრებული ქიმიაში. კრებული მოიცავს საშუალო სკოლის პროგრამით გათვალისწინებულ მთელ მასალას.  ტესტები დაყოფილია თემატიკის მიხედვით: თითოეულ თემაზე 12-12 არჩევითპასუხიანი ტესტი. ყველა მათგანს აქვს პასუხები. თემის ფარგლებში ტესტები დალაგებულია ისე, რომ მოსწავლე ლოგიკურად გადადის მარტივიდან რთულ საკითხებზე, რაც ხელს უწყობს მასალის გააზრებულად შესწავლას.

აღსანიშნავია, რომ კრებული შეიცავს ტესტებს იმ საკითხებზეც, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ეროვნული გამოცდების ქიმიის პროგრამას დაემატა მიმდინარე წელს. ეს საკითხებია: მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ძალები, ხსნარის pH, მარილთა ჰიდროლიზი, ელექტრული დენის ქიმიური წყაროები, წყლის სიხისტე, ციკლოალკანები, ალკადიენები, არენები, კეტონები.

პირველ რიგში კრებული განკუთვნილია სკოლის მოსწავლეთათვის და საშუალებას მისცემს მათ,  თანმიმდევრულად გაიმეორონ შესწავლილი მასალა და პასუხების შემოწმების გზით მოახდინონ თვითშეფასება, თუ რამდენად კარგად აითვისეს ქიმიის სხვადასხვა საკითხი. კრებული გამოადგება აგრეთვე აბიტურიენტებს, სკოლის მასწავლებლებს, უნივერსიტეტების არაქიმიური პროფილის სტუდენტებსა და ქიმიით დაინტერესებულ სხვა პირებს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...