წიგნით იმასაც ეზიარებით, თუ რა არის ფოტოაპარატი და რა ტექნიკური „ჯადოქრობის“ დამსახურებით ვიღებთ სურათებს, გაეცნობით ფოტოგრაფიის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, ფოტოთხრობასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს, ღია და ფარული გადაღების ხერხებს; გაიგებთ, სად და რატომ ეზღუდებათ ფოტოგრაფებს მუშაობა, რა არის საავტორო უფლებები, როგორ იღებენ საარჩევნო კამპანიებს და სხვა უამრავ, თქვენთვის გამოსადეგ რამეს.
სწორედ ამით არის ეს წიგნი საინტერესო – ფოტოდოკუმენტალისტიკის სამყაროში მოგზაურობით და „სამოგზაურო“ განმარტებებით, პრაქტიკული რჩევებით ფოტოჟურნალისტებისთვის, ვისაც უშუალო კავშირი აქვს ვიზუალურ კომუნიკაციებთან, საზოგადოების მოლოდინებთან და, მაშასადამე, ცოცხალ ემოციებთან, რომელთა გამოღვიძებაც ამ საუკუნეში საკმაოდ რთულია.