ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
კურიერის თანხას იხდით ადგილზე!
თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი
ავტორი | |
---|---|
თარგმანი | |
გამომცემლობა | |
გამოცემის წელი | |
ფორმატი | |
გარეკანი | |
გვერდები | 126 |
ISBN | 978-9941-9724-4-7 |
12,90 ₾
XX საუკუნის ამერიკელი მწერლის ჯორჯ სამუელ კლეისონის წინამდებარე ბესტსელერში, რომელიც იქცა თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურის კლასიკად, გადმოცემულია ადამიანის მიერ მატერიალური დოვლათისა და მზარდი ლიკვიდური აქტივების შექმნის ძირითადი ასპექტები. წიგნში აღწერილია ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის ძირითადი კანონები, ფულის საიდუმლოებები, კაპიტალბრუნვით სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობები, მეტი მოგების გამომუშავების ისტორიულად დამკვიდრებული წესები.
თანამედროვე ეპოქაშიც ფული ზუსტად იმავე წესებსა და კანონებს ემორჩილება, რომლებსაც ათასწლეულების წინ, ძველ და ძლევამოსილ ქალაქ ბაბილონში. ფულის ფენომენზე აგებულია საზოგადოების ეკონომიკური განვითარება და ძლიერება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებში თავისი მასშტაბებით და ინფრასტრუქტურით ქალაქ-სახელმწიფო ბაბილონი იყო პირველი „მეგაპოლისი”.
წიგნი პირველად დაიბეჭდა და გამოიცა აშშ-ში 1926 წელს, როგორც ძველბაბილონური იგავების კრებული. მოგვიანებით, ჯორჯ სამუელ კლეისონის აქტიურობით, ინგლისის არქეოლოგიის ასოციაციის არქეოლოგების მიერ გაშიფრული იქნა ძველი მესოპოტამიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე არსებული წარწერები, რის შემდეგაც ავტორმა დააკორექტირა და სრულყო თავისი პირველი „ძველბაბილონური იგავების კრებული” და 1930 წელს დაიბეჭდა ცალკე წიგნად, სახელწოდებით „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში”.