შვეიცარიელები ბედნიერი კვდებიან
14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.
კურიერის თანხას იხდით ადგილზე!
თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი
| გამოცემის წელი | |
|---|---|
| გამომცემლობა | |
| ავტორი | |
| თარგმანი | |
| რედაქტორი | |
| ენა | |
| გარეკანი | |
| ფორმატი | |
| გვერდები | 286 |
| ISBN | 978-9941-497-86-5 |
13,98 ₾
ანდრეა ფაციოლი დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში (1978). დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტის იტალიური და ფრანგული ენებისა და ლიტე რატურის ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობს მილანის Flannery O’Connor-ის ლიცეუმში მხატვრული წერის მასწავლებლად და აქტიურად თანამშრომლობს იტალი ურენოვანი შვეიცარიის პრესასა და რადიო-ტელევიზიასთან. არის დამფუძნებელი Scuola Yanez-ის ლაბო რატორიისა, რომელიც მართავს მხატვრული წერის სემინარებს იტალიასა და შვეიცარიაში. ფაციოლის შემოქმედება თარგმნილია არაერთ ენაზე და მოპოვე ბული აქვს რამდენიმე ჯილდოც: „უსახლკარო კაცი“ (2008) _ პრემია Stresa, პრემია Selezione Comisso; „როგორ გავძარცვოთ შვეიცარიული ბანკი“ (2010), „გაუჩინარება“ (2010) _ პრემია La Fenice Europa; „მარცხის ხელოვნება“ (2016) _ პრემია La Fenice Europa, პრემია Anfi teatro d’Argento. იტალიის პრეზიდენ ტმა მას ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლო ბის თვის გაწეული ღვაწლისთვის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა. „შვეიცარიელები ბედნიერი კვდებიან“ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია. მასში ავტორი ოსტატურად უსვამს ხაზს ორი ქვეყნის კულტურულ თავისებურებებს. კერძო დეტექტივი, ელია კონტინი ადამიანის გაუჩინარების რთულ საქმეს იძიებს. 1998 წელს ეუჯენიო ტორესი, ცნობილი ექიმი, ლაშქრობის მოყვარული, ნიგერში სკოლების დამფუძნებელი, მოულოდნელად ქრება. ოცი წლის შემდეგ, როცა დედა გარდაიცვლება, შვილები კვლავ ეცდებიან გაიგონ, რა დაემართა მამას. ზოგიერთი ჭორის მიხედვით, ექიმი თავს ნიგერს აფარებს. საჰარის უკიდეგანო სივრციდან შვეიცარიაში ჩამოდის ახალ გაზრდა მიგრანტი მუსა აგ იბრაჰიმი. ის ტუარეგია და აცხადებს, რომ ეუჯენიო ტორესი ცოცხალია და დახმარება სჭირდება. ამგვარად, დეტექტივი და უდაბნოს კაცი ურთიერთგამგებ წყვილს ქმნიან და გაუჩინარების საშიშ საიდუმლოს ფარდას ხდიან. ტორესის წარსულის გამოძიებით შვეიცარიული სამყაროს ფონზე, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად საპირისპირო კულტურა ეჯახება ერთმანეთს. მაგრამ ნამდვილად საპირისპირონი არიან? იქნებ არის საერთოც ალპების თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და საჰარის მარადიულ სივრცეებს შორის?





