Loading...

ჰარამხანა

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

კურიერის თანხას იხდით ადგილზე!

თბილისი - 7 ლარი | სხვა ქალაქები - 9 ლარი

ავტორი

თარგმანი

გამომცემლობა

ფორმატი

გვერდები

198

ISBN

978 9941 9625 5 4

8,50 

არ არის მარაგში

თურქული წარმომავლობის ამერიკელი მწერლის, ასლი სანჯარის “ჰარამხანაში” აღწერილია ამბავი ჩრდილო კავკასიიდან მოტაცებული და სტამბოლში ტყვედ გაყიდული ჩერქეზი გოგონასი, რომელიც სულთნის ჰარამხანაში ხვდება.

წიგნში ცოცხალი ფერებით, ძალდაუტანებლად, რეალისტურად არის გადმოცემული ოსმალო ქალების, აგრეთვე ოსმალეთში ტყვედ გაყიდული და სულთნის ჰარამხანაში მოხვედრილი ჩერქეზი, ქართველი თუ სხვა ეროვნების ქალთა ცხოვრება; მათი ადგილი ოსმალური ტრადიციების, სასახლის კულტურის, ჰარამხანის წეს-ჩვეულებების ფონზე.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებოა წიგნში მოთხრობილი ამბები დღესდღეობით ესოდენ აქტუალური ფემინისტური და ორიენტალისტური პროპაგანდის ფონზე, რომლის გავლენითაც გავრცელებულია აზრი და რწმენა, რომ ჰარამხანაში ქალი გისოსებში იყო გამომწყვდეული და განვითარება და იურიდიული უფლებები შეზღუდული ჰქონდა. ამ თემისადმი მიძღვნილი ათობით წიგნის მიუხედავად, დღის სინათლეზე ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი ის ჭეშმარიტება, რომ ჰარმახანა იყო ინსტიტუტი, რომელიც სისტემურად და მოწესრიგებულად ფუნქციონირებდა. ამ თვალსაზრისით, წიგნი ნაწილობრივ მაინც ანგრევს ჰარამხანის შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპს. მით უფრო, რომ ნაწარმოებს აშკარად ეტყობა ქალის ხელი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...