Loading...

ხმები

14:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! სხვა ქალაქებში 2-3 დღეში.

ავტორი

თარგმანი

გამომცემლობა

გამოცემის წელი

ფორმატი

გარეკანი

გვერდები

290

ISBN

978 9941 9627 8 3

11,00 

რატომ კლავენ ქალებს? რატომ ძალადობენ მათზე? რატომ ხდება, რომ ქალები მოძალადე მამაკაცებს ხშირად თავადვე უღებენ კარს? და რატომ რჩება დაუსჯელი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა?

– ფემიციდის ამ გადაუჭრელი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება რომანის მთავარი გმირი, რადიოჟურნალისტი მიკელა კანოვა, როდესაც მივლინებიდან დაბრუნებული შეიტყობს, რომ ვიღაცას მისი კარის მეზობელი, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ანჯელა ბარი დანის ოცი დარტყმით მოუკლავს. რომის რადიო “იტალია ვივასთვის” ქალთა მიმართ ჩადენილ გაუხსნელ დანაშაულთა შესახებ გადაცემაზე მუშაობის პარალელურად, მიკელა კანოვას პირად ცხოვრებაში, მისდა უნებურად, იჭრება თითქმის უცნობი მეზობლის მკვლელობის ამბავი. და ასე, პორტატიული ხმის ჩამწერით ხელში, იგი იწყებს ქალების იდუმალებით მოცული ყოველღიური ცხოვრების სამყაროში მოგზაურობას და სხვადასხვა პერსონაჟის ხმების შესწავლის შემდეგ ანჯელას მკვლელის კვალსაც მიაგნებს.

ოცდახუთი წლის წინათ დაწერილი და ოცზე მეტ ენაზე თარგმნილი წინამდებარე ფსიქოლოგიური დეტექტივით დაჩა მარაინიმ იტალიაში პირველმა დაუფარავად აღწერა ქალის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ეპიზოდები და მათი გამომწვევი მიზეზები.

შესაძლოა დაგაინტერესოთ...