პატარა მზარეული

8.00 14.98 

თქვენ წინაშეა კულინარიული წიგნი, რომელშიც უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტებს გთავაზობთ. თუმცა ის არ ჰგავს მსგავსი შინაარსის სხვა წიგნებს, ვინაიდან განკუთვნილია პატარებისთვის — ჩვენი შვილებისთვის, რომლებსაც ძალიან უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი.

წიგნში რეცეპტების ტექსტი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო მომზადების ეტაპები დეტალური ილუსტრაციების – ფოტოების და ნახატების საშუალებით არის ნაჩვენები; ინგრედიენტების დოზების დათვლა კი სასწორის გარეშე, მხოლოდ სუფრის კოვზის ან ჩვეულებრივი ქილის გამოყენებით შეიძლება. შესაბამისად, შესასრულებელი აქტივობები და მოქმედებების თანმიმდევრობა ადვილად აღსაქმელია იმ პატარებისთვისაც კი, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან კითხვა და, შესაძლოა, დათვლასაც მხოლოდ თითების დახმა¬რებით ახერხებენ.ასე რომ, ამ წიგნის დახმარებით, 3 წლის ბავშვიც კი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს გემრიელი დესერტი.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი კულინარიული პროექტები აუცილებლად იქცევა ერთობლივ, სახალისო თავშესაქცევად და შვილებთან ურთიერთობის ბედნიერ წუთებს გაჩუქებთ.

მოდით, მივცეთ ბავშვებს საშუალება, გაერთონ, ისიამოვნონ, ისწავლონ და განვითარდნენ — ამაში კი ჩვენი წიგნი დაგეხმარებათ!

წიგნი 64-გვერდიანია, ფერადი, სქელი ყდით, და მოყვება სტიკერები.
მისი შეძენა შეგიძლიათ წიგნები მაღაზებში ან გამომცემლობაში

კატეგორია:
ავტორი

,

თარგმანი

რედაქტორი

გამომცემლობა

გამოცემის წელი

ფორმატი

გარეკანი

მაგარი

გვერდები

64, ფერადი

ISBN

9789941972430