-
ქალაქური ჩანახატები
„ერთ მშვენიერ დღეს, 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ავიხდინე დიდი ხნის ოცნება და დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ თბილისს. საქართველოში ცხოვრება იმდენად საინტერესო გამოდგა ჩემთვის, რომ დავიწყე თავისუფალ დროს ჩანაწერების გაკეთება. საინტერესო იმიტომ, რომ მომეცა შედარების უნარი სხვა ქვეყანასთან და თითქოს ახლიდან აღმოვაჩინე ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. ამ წიგნში არაფერი გამოგონილი არ არის. უბრალოდ, ზოგან სახელებია შეცვლილი, გასაგები მიზეზების გამო. ხოლო ზოგან არც სახელები შევცვალე. ამდენად, შევეცადე, მკითხველისათვის მიმეწოდებინა ის რეალობა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითქოს ბანალური, მაგრამ, ვფიქრობ, საინტერესოც.” ვანო ოსკოპელი