-
გასაღები რძეში
ალექსანდრე ჰმინე დაიბადა ქალაქ ლუგანოში, 1976 წელს. დაამთავრა პავიის უნივერსიტეტის ლიტერატურული ფაკულტეტი. მუშაობდა შვეიცარიის რადიოტელევიზიის იტალიურენოვანი კომპანიის RSI-ის რედაქტორად, თანამშრომლობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „აციონესთან”, 2004 წლიდან ასწავლის იტალიურ ენასა და ლიტერატურას კანტონის სხვადასხვა სასწავლებელში, 2011 წლიდან კი _ ქალაქ ლუგანოს პირველ ლიცეუმში. „გასაღები რძეში” ავტობიოგრაფიული რომანია და მოგვითხრობს მაროკოელ ყმაწვილ ბიჭზე, რომელიც დედამ ტიჩინოს კანტონის სოფელ ალტო-მალკანტონეში მცხოვრებ ქვრივ, ხანში შესულ ქალს, ელვეციას აღსაზრდელად მიაბარა. -
დეტექტივი ზღვის გოჭი
როცა იდუმალი დანაშაულობები ხდება, შორიახლო სახლების ბინადარი ცხოველები, თვით ისინიც კი, რომლებიც გარეთ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ, უსათუოდ მიმართავენ ზღვის გოჭს _ დეტექტივ ჟერარს. თუმცა, ის ცნობილი სუსნიაა, ამიტომ საქმეს მხოლოდ გემრიელი ჰონორარის ფასად თუ მოჰკიდებს ხელს. ჟერართან ერთად შენ გაიგებ, ვინ მოჰპარა კატებს საუზმე, გაექცევი მშიერ მტაცებლებს, გაარკვევ ყველაფერს უცნობი ურჩხულის შესახებ, რომელიც კეთილ ცხოველებს აფრთხობს, გამოიკვლევ ბნელ კუთხე-კუნჭულებს, შეებრძოლები შიშს და, რაც მთავარია, ისწავლი, როგორ დაიჭირო ბოროტმოქმედები დედუქციისა და ლოგიკის გამოყენებით.
-
ექიმი გლასი
წიგნში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება. თხრობა ეპოქის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი – იგრძნობა დოსტოევსკის და ნიცშეს გავლენა, დეკადენტური განწყობილება, მომავალი გლობალური კატასტროფების წინათგრძნობა… მთავარი გმირი, ექიმი გლასი წერს დღიურს და გვიზიარებს თავის აზრს ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტიურად განიხილება: აბორტი, ევთანაზია, მორალური ღირებულებების ცვალებადობა; სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ეს თითქოსდა მშვიდი, თუმცა ამავდროულად ფსიქოლოგიურად დაძაბული, შინაგანი მუხტის მატარებელი რომანი სულ უფრო და უფრო გითრევს და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდები სევდიანი, თუმცა ლოგიკური დასასრულის წინაშე.
-
ვარდის ჩრდილზე აცოცების მცდელობა (ლექსები)
ცნობილი სუდანელი პოეტი იუსუფ ალ-ჰაბობი დაიბადა ომდურმანში, 1959 წლის 19 დეკემბერს. ეგვიპტეში, ალექსანდრიის უნივერსიტეტში, შეისწავლა სამართალი. ჰაბობი სუდანისა და არაბ მწერალთა კავშირების წევრია. მონაწილეობდა არაერთ პან-არაბულ სემინარსა და კონფერენციაში, ასევე კაიროსა და აბუ დაბის ფესტივალებში. მისი ლექსები გამოქვეყნებულია სხვადასხვა არაბული ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში. ჰაბობი მრავალი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის კრებულისა „არასრული ლექსი“, რომელიც გამოსცა Azza Cultural Group-მა ალექსანდრიაში. კაიროს 2016 წლის წიგნის ბაზრობისთვის გამოიცა მისი ლექსების კრებული „ვარდის ჩრდილზე აცოცების მცდელობა“.
-
ლამაზი ანტონიო
თხრობის განსაკუთრებული მონაცემები გამოიყენა ვიტალიანო ბრანკატიმ რომანის _ „ლამაზი ანტონიოს“ დასაწერად და მკითხველთა დიდი ნაწილიც მიიზიდა. ნაწარმოები ლაკონური ენით არის დაწერილი და ერთმანეთში გადაჯაჭვული ადამიანთა ტიპებისა და ხასიათების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, აღსანიშნავია მაურო ბოლონინის მიერ 1960 წელს გადაღებული ფილმი ამავე სახელწოდებით, რომელშიც ანტონიო მანიანოსა და ბარბარა პულიზის როლებს მარჩელო მასტროიანი და კლაუდია კარდინალე ასრულებენ. აღსანიშნავია ასევე, თუ როგორ შეუძლია მწერალს თავისი არაჩვეულებრივი კომუნიკაბელობითა და გამომსახველობით საშუალებებით მკითხველში წარმოსახვის უნარი გააძლიეროს.
-
მთარგმნელის საცოლე
ჟოაუ ღეიში ახალგაზრდა პორტუგალიელი მწერალია, რომელიც 1985 წელს დაიბადა ჩრდილოეთ პორტუგალიაში. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია და მის შემოქმედებას კნუტ ჰამსუნისა და ფრანც კაფკას შემოქმედებას ადარებენ. პორტოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ საგამომცემლო საქმიანობით დაინტერესდა და ძმასთან ერთად დააარსა გამომცემლობა „ეუკლეია“, რომელიც მალევე დაიხურა (2010-2013). სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ნორვეგიაში, შვედეთსა და ინგლისში. 2010 წლიდან მთარგმნელობითი საქმიანობით არის დაკავებული და რამდენიმე ენიდან თარგმნის, მათ შორისაა: შვედური, დანიური, ნორვეგიული და ისლანდიური.
-
მოკლეს საკუთარი სახლში / ლავრენტი ბერიას ვაჟი მოგვითხრობს
ეპოქისა თუ განგების მიერ ჯერ ხელისუფლების მწვერვალზე ატყორცნილი, მერე კი გაუგონარი სისასტიკით დასჯილი და შერისხული საბჭოთა კავშირის მარშალი ლავრენტი ბერია, იოსებ სტალინის მერე პირველი ქართველი, რომელიც თხუთმეტი წლის მანძილზე დედამიწის ერთ მეექვსედს აზანზარებდა, თავისი ქმედებების მასშტაბებითა და იდუმალებით მოცული ტრაგიკული ბედით დღემდე იწვევს საზოგადოების ცხოველ ინტერესს.
-
მხეცური დეტექტივი
ანა სტარობინეცმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, ვიდრე მიხვდებოდა, რომ ყველაზე მეტად ამქვეყნად იზიდავდა ამბების შეთხზვა, რომელსაც ადამიანი თვალს ვერ მოსწყვეტს. დღეს მისი წიგნები მრავალ ენაზეა ნათარგმნი, აღნიშნულია ლიტერატურული პრემიებით და არაერთი ფილმის საფუძვლადაც ქცეულა. ცხოველთა დეტექტივი~ ორი მაძებრის _ მაჩვისა და მაჩვკატის თავგადასავლების შესახებ დაწერილი მომაჯადოებელი დეტექტივების სერიაა. შორეულ ტყეში ცხოვრებას მშვიდს ვერ უწოდებ: დღე არ გავა ისე, რომ დანაშაული არ მოხდეს, დევნას, საეჭვო ამბავსა თუ ცხოველთა ინტრიგას არ გადაეყარო. ანა სტარობინეცის `ცხოველთა დეტექტივის ორი წიგნი _ მგლის ბუნაგში და მტაცებლის უფლება _ ერთ ტომად გამოდის. თითოეული წიგნი დამოუკიდებელი დეტექტიური ამბავია, რომელშიც გამოძიებას მოწიფული და გამოცდილი მაჩვი უფროსი და მისი თანაშემწე, გულადი და მკვირცხლი მაჩვკატა წარმართავენ. დიდი თუ პატარა მკითხველი ვერაფრით წყვეტს ხოლმე თვალს ამ წიგნებს, სანამ უკანასკნელ გვერდს არ ჩაყლაპავს!
წიგნი გამოიცა მიხეილ პროხოროვის საქველმოქმედო ფონდის რუსული ლიტერატურის მთარგმნელობითი პროგრამის TRANSCRIPT ხელშეწყობით.
-
ნარჩიტა
გთავაზობთ თურქი კლასიკოსი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანს ,,ნარჩიტა“. ნაწარმოებში ასახულია ადრე დაობლებული პატარა ფერიდეს ცხოვრება, რომელიც მშობლების გარდაცვალების მერე დეიდასთან იზრდებოდა. დეიდას ფერიდეზე ცოტა უფროსი ვაჟი, ქამურანი ყავდა. მალე დეიდაშვილებს შორის სიყვარულმა იმძლავრა. ყველაფერი ბედნიერი ქორწილით დასრულდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ფერიდე შეიტყობს, რომ მათ შორის სხვა ქალი ჩამდგარიყო. სასოწარკვეთილი ქალი სახლიდან გარბის და არ იცის, რა ელოდება წინ, რა ინტრიგებს უმზადებს ცხოვრება და მოუწევს თუ არა კიდევ ქამურანთან შეხვედრა.
-
ნახტომი
სიმონე ლაპერტი დაიბადა 1985 წელს აარაუში, შვეიცარიაში. სწავლობდა ბილის შვეიცარიული ლიტერატურის ინსტიტუტში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ციურიხში. მისი რომანი „ნახტომი“ 2019 წელს დაიბეჭდა და წარდგენილი იყო შვეიცარიული წიგნის პრემიაზე.
სიმონე ლაპერტი რომანში „ნახტომი“ ემოციურად და იუმორით გვიყვება გერმანიის პატარა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ხან მხიარულ და ხან სევდიან ისტორიებს, მათი შინაგანი სამყაროსა და გრძნობების შესახებ.
ქალაქში სამშაბათის დილაა. მებაღის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, მანუ, სახლის სახურავზე დგას და ქვემოთ იყურება, ყვირის, სამუშაო იარაღებსა და კრამიტებს ისვრის ქუჩაში. მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო, პრესა. მოედანზე შეკრებილი უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მოვლენების განვითარებას ადევნებს თვალს. ნეტავ რაშია საქმე? გადმოხტება ქალი?
-
პატარა მზარეული
თქვენ წინაშეა კულინარიული წიგნი, რომელშიც უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტებს გთავაზობთ. თუმცა ის არ ჰგავს მსგავსი შინაარსის სხვა წიგნებს, ვინაიდან განკუთვნილია პატარებისთვის — ჩვენი შვილებისთვის, რომლებსაც ძალიან უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი.
14.98 ₾ -
სკოლამდელი განათლების პედაგოგთა უნარ-ჩვევები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების საინტერესო სამყაროში. მიუხედავად იმისა, სტუდენტი ხართ, პედაგოგი, პედაგოგის ასისტენტი თუ მოხალისე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ სკოლამდელი განათლება არის სწრაფად განვითარებადი სფერო, რომელიც გთავაზობთ მომხიბვლელ ახალგაზრდებთან, 3 დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. ტრენინგი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად, აღწერილია მე -13 თავში – პროფესიონალიზმის წახალისება. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის სპეციალისტის (CDA) ტრენინგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართში A.
-
ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში
XX საუკუნის ამერიკელი მწერლის ჯორჯ სამუელ კლეისონის წინამდებარე ბესტსელერში, რომელიც იქცა თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურის კლასიკად, გადმოცემულია ადამიანის მიერ მატერიალური დოვლათისა და მზარდი ლიკვიდური აქტივების შექმნის ძირითადი ასპექტები. წიგნში აღწერილია ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის ძირითადი კანონები, ფულის საიდუმლოებები, კაპიტალბრუნვით სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობები, მეტი მოგების გამომუშავების ისტორიულად დამკვიდრებული წესები.