-
“როგორ იმართება მსოფლიო”
წინამდებარე წიგნი მკითხველებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სწორად აღქმაში დაეხმარება. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის შემუშავებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, რათა საზოგადოებასა და მომავალ თაობებს უკეთესი სამყარო აჩუქოთ. მსოფლიოს მართვის პრინციპების ცოდნა კი მსოფლიოს გაკეთილშობილებაში დაგეხმარებათ.
-
“უხმო ქვითინი”ქართველთა გადასახლება
ვაგრძელებთ ტრადიციას და ქართულ საზოგადოებას ვაცნობთ ეთნიკურად ქართველ მწერალს ილჰან აკინს, რომელიც 20-მდე რომანის ავტორია.
ილჰან აკინი (წინაპართა ქართული გვარი ბერიძე) დაიბადა თურქეთის დუზჯეს პროვინციის სოფელ მუნჯურლუში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ქართულ და ჰინდის ენებზე. მწერლის რომანებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „უხმო ქვითინი – ქართველთა გადასახლება“, „წმინდა ბარბარე & ნიკომედია,“ „ოქროს საწმისი“ და სხვ.
-
“ფილოსოფია”
პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტის, მწერლის, პოეტის, მკვლევარის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი) ავტობიოგრაფიული რომანი „ფილოსოფია“.ილია ზდანევიჩი (დ. 21 აპრილი, 1894, თბილისი — გ. 25 დეკემბერი, 1975, საფრანგეთი) — პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, მწერალი, პოეტი, მკვლევარი.იზრდებოდა 1863 წლის პოლონეთის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მამა, მიხეილ ზდანევიჩი ქუთაისში ასწავლიდა ფრანგულ ენას, შემდეგ იყო გიმნაზიის დირექტორი; დედა, ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო. მალე ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც მიხეილ ზდანევიჩი ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. თბილისში 1917 წელს პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“ გაიხსნა, — აქ ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი დააარსა, მანვე კაფის კამარის მარჯვენა მხარე მოხატა. გრიგოლ რობაქიძე ილია ზდანევიჩისა და თბილისის ურთიერთობა ასე აღწერდა: „ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919–1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის სმერტ გაპპოს-ს კითხულობდა…“ილია ზდანევიჩი 1975 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.
-
“ფოტოჟურნალისტიკა”
წიგნი მათთვისაა, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც სჭერია ფოტოაპარატი და კარგი კადრის გადაღება უცდია, ვისთვისაც ფოტოგრაფია ჰობია, ვინც პროფესიონალი ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი, ფოტოდოკუმენტალისტი, რომლისთვისაც ღირებული კადრის მოპოვება სიცოცხლის საპირწონეც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით კი წიგნი მათთვისაა, ვისაც სურს, რაც შეიძლება მეტი იცოდეს არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ, არამედ იმ დაწერილ თუ ნაგულისხმევ კანონებზე, რომელთა შესისხლხორცება კამერიანი პიროვნებისთვის ბუნებრივი პროცესია; მით უფრო მაშინ, თუ ვიღებთ ადამიანებს და იმ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, სწავლობენ, აცხადებენ პროტესტს, ისვენებენ, იძლევიან ინტერვიუს, იბრძვიან არსებობისთვის, რგავენ ხეებს, აჩენენ ბავშვებს და სხვა.
-
“ხმები”
რატომ კლავენ ქალებს? რატომ ძალადობენ მათზე? რატომ ხდება, რომ ქალები მოძალადე მამაკაცებს ხშირად თავადვე უღებენ კარს? და რატომ რჩება დაუსჯელი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა?
-
Maria in Operania
Using the best of present day achaeological avidence, Alistair Brosn describes life in the Early Bronze Age. A family goes on summer holidays to the Republic of Georgia. They visit an ancient archaelogical site where the teen dauhter finds a newly exposed bomb. Maria is transported back 4500 years to a land where she gains magical powers and becomes a princess.
-
აგიოგრაფია
წიგნში შესწავლილია აგიოგრაფიის სპეციფიკა, მისი როლი და ადგილი ქართულ სულიერ კულტურაში; IV-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები გაანალიზებულია რელიგიურ-დოგმატური და მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტებით.
ეს წიგნი გამიზნულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, სასულიერო სემინარია-აკადემიების სტუდენტების, მასწავლებლების, მკვლევრებისა და ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
-
ავადმყოფი კენგურუ
მონიკა ყოლბაია დაიბადა 1993 წლის 29 დეკემბერს ზუგდიდში. ცხოვრობდა აფხაზეთში, დაამთავრა ჭუბურხინჯის მეორე საშუალო სკოლა. 2011 წელს ჩაირიცხა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“. პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში. „ავადმყოფი კენგურუ“ მისი პირველი ნაწარმოებია.
-
ავტობუსი ზაფხულში
ეს წიგნი გზადაგზა, ავტობუსსა თუ ელექტრომატარებელში ნაფიქრი და ნააზრევია. ეს არის სამახსოვრო ჩანაწერები ოცნებებზე, იმედებზე და მოგონებებზე: დედის ხელებზე და პირველ კოცნაზე, ახლობელ ადამიანებზე და ხანმოკლე შეხვედრებზე, დანაკარგზე და იმ ბედნიერებაზე, როცა შენი ესმით. იმაზე, რაც ყველას აღელვებს. ნათელი და ცოტათი ნაღვლიანი. ის, პირველ ყოვლისა, ცხოვრებაზეა.
-
ანბანური ტყის ზღაპრები
ეს წიგნი პირველი კლასელებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. გინდათ თქვენმა შვილმა სიხარულით ისწავლოს ანბანი? გსურთ პატარებს ურთულესი სწავლის გზა გაუფერადოთ და გაუხალისოთ? მათთან ერთად იმოგზაურეთ ტყის ანბანურ ზღაპრებში, გაიცანით სასაცილო და მხიარული ტყის ბინადრები, პატარებთან ერთად აფერადეთ სოფოს არაჩვეულებრივი ნახატები, გამოიცანით გამოცანები, ითამაშეთ სიტყვობანა. ასწავლეთ, იმხიარულეთ და ისწავლეთ. გისურვებთ წარმატებას, ბავშვებო, მშობლებო, მასწავლებლებო. თქვენი ქეთი მუჯირი.
-
აქტივოებები საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის
მუსიკალურ-რიტმული “აქტივოებები” საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის
-
აღიარება
მამაკაცები წერენ, ზოგჯერ შესანიშნავადაც მაგრამ ქალების სათქმელია, რას ფიქრობენ მამაკაცებზე, რომლებიც შესანიშნავად წერენ. ქალების ნათქვამი ხელს არ შეუშლიდა მათ შედევრებს, მაგრამ იქნებ აეხსნა ის ტკივილი, ჩვენ რომ გვღრღნის და რაც განშორების ტკივილია. ჟორჟ პეროსი, დაწებებული ქაღალდები II როცა შინიდან გავდივარ, სულ ველი, რომ რაღაც მოვლენა ჩემს ცხოვრებას ამოატრიალებს. შინ დაბრუნებამდე ველი. ამიტომაა, რომ არასოდეს ვარ შინ.
ემანუელ ბოვი, ჩემი მეგობრები
-
ბავშვი ნანგრევებიდან
რომანში მოქმედება სამ სხვადასხვა ადგილას ვითარდება, მოქმედი პირები ყველგან სხვადასხვაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული…
1947 წლის ჰამბურგი. გაუსაძლისი სიცივე, სურსათის დეფიციტი. ადამიანები იყინებიან. აგნეს დიცი დაბომბილი სახლის ოთახში ურთულეს პირობებში ცდილობს შვილებთან ჰანოსთან და ვიბკესთან ერთად თავის გადარჩენას. თხუთმეტი წლის ჰანო ნანგრევებში ეძებს ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია. შემდეგ მათ შავ ბაზარზე სურსათში ცვლის. ერთ დღეს დაბომბილ სარდაფში ქალის ცხედარს ნახულობს, იქიდან ამოსული კი თავისი დის გვერდით პატარა უცნობ ბიჭს, რომელიც სრულიად მარტოა და არ ლაპარაკობს. და-ძმას ბიჭი სახლში მიჰყავს და დედასაც არწმუნებს, რომ ბავშვი დაიტოვონ. ბიჭი წლების შემდეგ იგებს, რომ აყვანილია და ცდილობს მისი წარმომავლობის შესახებ ცნობების მოძიებას…
-
ბავშვიანი ქვრივი
XIX საუკუნეში დახვეწილი პიემონტელი მღვდელი დონ ტომაზო ბარბიზიო შერისხეს და იტალიის შვეიცარიის მიყრუებული ხეობის ერთ სოფელში გაამწესეს, სადაც მან მსახურად აიყვანა ასაკოვანი ქვრივი ანა მარია, რომელიც ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა და რომლის საოცარი წარსულიც დონ ტომაზომ თანდათანობით შეიტყო. თუ დონ ტომაზო გამოგონილი გმირია, ანა მარია და მისი ქმარი, რომლის უკეთურობასაც თაობიდან თაობას გადასცემდნენ, ნამდვილად არსებობდნენ.
-
ბატონი და ქალბატონი რივები
რომანი “ბატონი და ქალბატონი რივები” მწვავე ირონიით მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს როგორც საკუთარი ცხოვრების აზრს, ასევე იმას, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. ავტორი ხან სატირული, ხან ფილოსოფიური კუთხით ეხება არაერთ სოციალურ საკითხს, რომლებსაც კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან.: სამყაროს არასრულყოფილებას, მედიცინას, რელიგიას, ახალი ტიპის ადამიანებს,ტურიზმს, ოჯახს, სიბერეს და ა.შ.
-
ბინადრობის ნებართვა
ავტობიოგრაფიულ რომანში „ბინადრობის ნებართვა“ მოქმედება 70-იანი წლების ჟენევაში ხდება. მთავარი გმირი, 12 წლის ანდრე, სიცილიელი იმიგრანტის შვილია. შვეიცარიაში გადასახლებული იტალიელი ბავშვისთვის ინტეგრაცია ძნელი აღმოჩნდა. შეძლებს კი მარტოსული მოზარდი, გააგებინოს მშობლებს თავისი პრობლემები, მოიპოვოს მეგობრები?
-
ბიოლოგია / სავარჯიშოების კრებული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის
წინამდებარე სავარჯიშოების კრებული განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. ის წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამულ საკითხებზე მორგებულ სავარჯიშოების კრებულს და მოიცავს ბიოლოგიის ორ ძირითად თავს: ციტოლოგიასა და ანატომიას. მოცემული სავარჯიშოები საინტერესო და სახალისოა. ის შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. კრებულში არსებული სავარჯიშოები ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის შეძენა-განვითარებას, ასევე საგნისადმი მეტ ინტერესსა და ათვისებული მასალის განმტკიცებას. სავარჯიშოების შესრულება ავითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: დაკვირვება, ორგანიზება, ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და სხვა. -
ბლოკჩეინი – პრინციპები და საფუძვლები
იცით თუ არა რა არის ბლოკჩეინი?
გასაგებად და საინტერესოდ ენით ახსნილი ციფრულ ვალუტის სამყარო ალექსანდრე ციხილოვის წიგნში „ბლოკჩეინი — პრინციპები და საფუძვლები“ (Alexander Tsikhilov. Blockchain — principles and fundamentals)
-
გაანგარიშებადი ამოცანები ქიმიაში
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს მეთოდურ სახელმძღვანელოს სხვადასხვა დონის გაანგარიშებითი ქიმიური ამოცანების ამოხსნაში. ამოცანები განხილული და კლასიფიცირებულია პირობების სტრუქტურასა და ამოხსნის მეთოდების გათვალისწინებით. მოყვანილია ამოცანის თითოეული ტიპის ამოხსნის შესაბამისი ალგორითმი. სახელმძღვანელოს მიზანია აჩვენოს, რომ გაანგარიშებითი ამოცანების დიდი ნაწილის ამოხსნა მინიმალური რაოდენობის სტანდარტული მათემატიკური ოპერაციებითაა შესაძლებელი.
-